სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ ხვალ მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ ხვალ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

„ხუთშაბათს მასთან შეხვედრა გვაქვს. შეხვედრას თავად რუსები ითხოვენ და ვფიქრობ, ეს მათი მხრიდან მნიშვნელოვან განცხადებას წარმოადგენს“, - აღნიშნა სტივ უიტკოფმა CNBC-სთან ინტერვიუში.

უიტკოფის ცნობით, მოსკოვში დონალდ ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან ერთად გაემგზავრება.

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების მოსკოვში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კრემლმაც დაადასტურა.

„დიახ, მსგავსი კონტაქტები პრეზიდენტის ხვალინდელ დღის წესრიგშია“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს