Sky News - დონალდ ტრამპი შვეიცარიაში ჩავიდა

დონალდ ტრამპი შვეიცარიაში ჩავიდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თვითმფრინავი ციურიხის აეროპორტში დაეშვა.

დონალდ ტრამპი ციურიხიდან დავოსში ვერტმფრენით გადაფრინდება, სადაც მოგვიანებით მსოფლიო ეკონომიკურ სამიტზე სიტყვით გამოვა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი შვეიცარიაში რამდენიმე საათის დაგვიანებით ჩაფრინდა, რადგან აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავმა, Air Force One-მა მცირე ელექტრო პრობლემის გამო რეისის შესრულება ვერ შეძლო და პრეზიდენტს ენდრიუსის ბაზაზე დაბრუნება მოუწია. დონალდ ტრამპი შვეიცარიაში სათადარიგო თვითმფრინავით გაფრინდა.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი