კირ სტარმერი - დიდი ბრიტანეთი ტარიფებით მუქარის ფონზე გრენლანდიის მომავალთან დაკავშირებით პრინციპებსა და ღირებულებებს არ დათმობს

ტარიფებით მუქარის მიუხედავად დიდი ბრიტანეთი გრენლანდიასთან დაკავშირებით პოზიციას არ შეიცვლის, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.

„დიდი ბრიტანეთი ტარიფებით მუქარის ფონზე გრენლანდიის მომავალთან დაკავშირებით თავის პრინციპებსა და ღირებულებებს არ დათმობს. ეს ჩემი მკაფიო პოზიციაა“, - განაცხადა სტარმერმა.

მისი თქმით, „ტარიფების მუქარის გამოყენებით მოკავშირეებზე ზეწოლა გაუმართლებელია“.

„გრენლანდიის მომავალი მხოლოდ გრენლანდიელი და დანიელი ხალხის გადასაწყვეტია“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი