ხატია დეკანოიძე - საერთო მაგიდის გარშემო ხელგადახვეული ოპოზიციური პარტიები ვერ წარმომიდგენია - კონკრეტული შედეგის გარეშე ნებისმიერ ერთობაზე ლაპარაკის კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ

კონკრეტული შედეგის გარეშე ნებისმიერ ერთობაზე ლაპარაკის კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ხატია დეკანოიძის თქმით, პირველი ნაბიჯი ერთიანობისკენ იქნება გადადგმული თუ პოლიტიკური და საინფორმაციო გზავნილები იქნება დისციპლინირებული.

„მე საერთო მაგიდის გარშემო ხელგადახვეული ოპოზიციური პარტიები ვერ წარმომიდგენია, მე წარმომიდგენია პროპაგანდასთან და საინფორმაციო ომში მეტანარატივებთან დაპირისპირების ძალიან მკაცრი დისციპლინა, რომელიც უნდა ჰქონდეს ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას, პროტესტში თუ ამ ბრძოლაში ჩართულ ყველა ადამიანს იმისათვის, რომ ჩვენ არ წარმოვჩინდეთ ქართველი ხალხის წინაშე დაქსაქსულ, დაფანტულ მხარეებად. როდესაც სოციალური, პოლიტიკური თუ საინფორმაციო გზავნილები იქნება გასწორებული და ძალიან დისციპლინირებული, მე დარწმუნებული ვარ რომ ერთიანობის საქმის ნახევარი იქნება გაკეთებული. ამ ეტაპზე ერთიანობის სხვა პირველი ეტაპი ვერ წარმომიდგენია.

მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ კონკრეტული შედეგის გარეშე ნებისმიერ ერთობაზე ლაპარაკის. ეს შეიძლება იყოს ადამიანებისთვის ფრუსტრაციის გამომხატველი. თუ იქნება შედეგი, მაშინ შეიძლება ვილაპარაკოთ. მე ასე წარმომიდგენია პირველი ნაბიჯი ერთიანობისკენ, საერთო საინფორმაციო გზავნილი იყოს, რას ველაპარაკებით საქართველოს მოქალაქეებს. ეს მეტწილად არის, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ უფრო დისციპლინირებული გზავნილები არის აუცილებელი. ჩვენ უნდა მოვერიდოთ ნებისმიერ ერთობაზე ლაპარაკს, სანამ კონკრეტული შედეგი არ დადგება.

პირველი ეტაპი და საფეხური უნდა იყოს მკაცრი დისციპლინა, რას ველაპარაკებით ქართველ ხალხს, როგორ ვუწყვეტთ პრობლემას. ჩვენ ნამდვილად ვართ ის ხალხი, ვისაც უნდა მშვიდობა და ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, ვისაც უნდა ძალადობა და ქაოსი ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება. საქართველო დარჩა მეგობრების გარეშე, უმძიმეს მდგომარეობაში ვართ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
„მაგთი“ ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას
წარმართე შენი ბიზნესი ევროპაში