აშშ-ის არმია - აშშ დასავლეთ ნახევარსფეროს ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების შეხვედრას უმასპინძლებს

აშშ დასავლეთ ნახევარსფეროს ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების შეხვედრას უმასპინძლებს, - ინფორმაციას აშშ-ის არმია ავრცელებს.

აშშ-ის არმიის ცნობით, შეხვედრა 11 თებერვალს გაიმართება და მასში 34 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

„დასავლეთ ნახევარსფეროს ქვეყნებს ღრმა ისტორიული კავშირები, საერთო ღირებულებები და რეგიონული სტაბილურობის მიმართ ინტერესი აკავშირებთ, რაც აშშ-ისა და ჩვენი საერთო სამეზობლოს ხანგრძლივ უსაფრთხოებას მხარს უჭერს“, - ნათქვამია აშშ-ის არმიის განცხადებაში.

შეხვედრას აშშ-ის გაერთიანებული შტატების თავმჯდომარე, დენ კეინი უხელმძღვანელებს.

New York Times-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიწვეულები არიან იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომელთაც დასავლეთ ნახევარსფეროში ტერიტორიები აქვთ, კერძოდ დანიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის თავდაცვის ძალების მეთაურები.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს