გიორგი ვაშაძე - საქმის მასალებში ჩემი სახელი, გვარი და 15-წლიანი მუხლი წერია, არაფერი დევს, არც გაყალბებული მტკიცებულებები - გირაოს სახით 30 000 ლარს ითხოვენ, გადავიხდი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება და მასალებში მხოლოდ მისი სახელი, გვარი და 15-წლიანი სასჯელის მუხლია მითითებული.

შესაბამისი განცხადება ვაშაძემ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მისი სასამართლო პროცესის ჩანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ვაშაძემ საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე მედიას განუცხადა, ის მზად არის, გირაო გადაიხადოს.

„როდესაც საპატიმროდან გამოვედი ვთქვი, რომ საქმეში ცარიელი ფურცელია, მხოლოდ სახელი და გვარია და 15- წლიანი მუხლი. სწორი არის ის, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს პროკურატურაში ასეთი საქმეები არ უნდა არსებობდეს. საქმეში არაფერი დევს, არც მტკიცებულები უდევთ საქმეში. ველოდი აღკვეთ ღონისძიებას, სხვათა შორის ზურას (გირჩი-ჯაფარიძე) დავურეკე და ვკითხე რომელ საათზე დაგიბარეს-თქო. ის 15:00 საათზე დაიბარეს.

ვიცი, რომ გირაოს სახით 30 000 ლარს ითხოვენ. დანარჩენზე არ მაქვს ინფორმაცია. შევალ და გავარკვევ.

საქმის მასალებში არაფერი წერია. ჩემი სახელი და გვარი წერია და წერია 15-წლიანი მუხლი. არ წერია კი არა, ჩემთან დაკავშირებით საქმეში არაფერი დევს. არც გაყალბებული მტკიცებულებები დევს. გამიკვირდა სიმართლე გითხრათ. ეს ემსახურება იმას, რომ შევაჩეროთ ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ, საქართველოს ნორმალური განვითარებისთვის. ჩვენ ამასთან დაკავშირებით საერთო პოზიცია გვაქვს - ვერ ვიზამთ ამას, ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო, გვესმის რა პროცესში ვართ. გვინდა ამ ქვეყანაში დაპირისპირებები დასრულდეს და ეს დასრულდება, როდესაც სამართლიანობა არსებობს. სამართლიანობა არის, როდესაც არსებობს რაღაც პროცესი რომლის მიმართ საზოგადოებას აქვს ნდობა.

რა თქმა უნდა, გირაოს გადავიხდი. წინა საქმეზეც შევიტანე გირაო“,- განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, 2025 წლის 6 ნოემბერს, გენერალურმა პროკურატურამ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერების - მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე - 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) მუხლებით.

შეგახსენებთ იმასაც, რომ გიორგი ვაშაძემ საპატიმრო 23 იანვარს დატოვა. მას სასამართლოს მიერ შეფარდებული 7-თვიანი პატიმრობის ვადა ამოეწურა. ამ შემთხვევაში საქმე ეხებოდა პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე