ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

საქმე ეხება ე.წ. საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების გაწევის ბრალდებას.

სასამართლო ვაშაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

ვაშაძის თქმით, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაოს ითხოვს, რასაც გადაიხდის.

შეგახსენებთ, 2025 წლის 6 ნოემბერს, გენერალურმა პროკურატურამ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერების - მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე - 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) მუხლებით.

ცნობისთვის, გიორგი ვაშაძემ საპატიმრო 23 იანვარს დატოვა. მას სასამართლოს მიერ შეფარდებული 7-თვიანი პატიმრობის ვადა ამოეწურა. ამ შემთხვევაში საქმე ეხებოდა პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმას.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს