პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ქურდობისა და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ქურდობისა და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბეს და თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა სავაჭრო ობიექტების გაქურდვა განიზრახეს. წინასწარ გადანაწილებული როლების შესაბამისად, ჯგუფის ორგანიზატორი ჯგუფის არასრულწლოვან და პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ პირებს აძლევდა მითითებებს, თუ როდის და რომელი ობიექტი უნდა გაექურდათ და ხშირად თავად აკონტროლებდა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიას. არასრულწლოვანები დანაშაულებრივი გზით დაუფლებულ ნივთებს წინასწარ დაკავშირებულ პირებზე ყიდდნენ და თანხას აძლევდნენ ჯგუფის სრულწლოვან ორგანიზატორს, რომელიც აკონტროლებდა თანხის განაწილებას ჯგუფის სხვა წევრებზე.

„დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ), 25-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქურდობის ორგანიზება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ) და 186-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ათ წლამდე და ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა