საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის კონგრესის თანამშრომლები ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ხვდებიან

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ალან პერსელის რეზიდენციაში, საქართველოში ვიზიტით მყოფ კონგრესის თანამშრომლების დელეგაციას ოპოზიციური პარტიის ლიდერები ხვდებიან.

შეხვედრაზე მივიდნენ „ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე, „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე, პარტია „თავისუფლების მოედნის" ლიდერი, ლევან ცუცქირიძე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიულო ურთიერთობის აღდგენას შეეხება.

„ვისაუბრებთ იმაზე, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიულო ურთიერთობა უნდა აღდგეს და უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოში განხორციელდეს საერთაშორისო ინფრასტრუქტურული პროექტები შეერთებული შტატების უშუალო მონაწილეობით და უსაფრთხოების გარანტიებით",- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს