გიორგი ბარამიძე - მოვისმინეთ ზუსტად ის, რასაც ველოდით - აშშ-ის ორივე პარტია ისეა განწყობილი საქართველოსთან მიმართებაში, როგორც უნდა იყოს - ყველაფერს მიიღებენ მხედველობაში და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება

ძალიან კმაყოფილები ვართ იმით, რომ მოვისმინეთ ზუსტად ის, რასაც ველოდით - აშშ-ის ორივე პარტია ისე არის განწყობილი საქართველოსთან მიმართებაში, როგორც უნდა იყოს - ძალიან კარგად არიან ინფორმირებულები ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც დელეგაციის წევრები აშშ-ში ჩავლენ, „ის კონგრესმენები, რომლებიც საგარეო საქმეთა კომიტეტში მუშაობენ, ამ ყველაფერს მხედველობაში მიიღებენ და საქართველოსთან მიმართებაში შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება“.

როგორც ბარამიძე აღნიშნავს, საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობები დღეს დაბალ დონეზეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკის მხრიდან ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერა დაბალია.

„მე დავაყენე საკითხი, რა თქმა უნდა, კოლეგებთან ერთად, რომ ახალი გარემოებები შეიქმნა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია სირიისა და ვენესუელას ახალ მთავრობებთან დასვას საკითხი, რომ მათ აღიარონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ანუ უკან წაიღონ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ე.წ. სახელმწიფოების უკანონო აღიარება, რაც მათ გააკეთეს რუსეთის ზეწოლით. ამის შესაძლებლობა გაჩნდა, თუმცა საქართველოში მოქმედი მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდა ამაზე, ბუნებრივია, არ იზრუნებს. მიუხედავად იმისა, რომ ზეწოლის ქვეშ ვართ, გვებრძვიან და გვანადგურებენ, ჩვენთვის ყოველთვის მთავარი იყო, არის და იქნება საქართველოს მთლიანობა, აქედან გამომდინარე, პირველი ეს საკითხი დავსვით.

რა თქმა უნდა, “MEGOBARI აქტთან“ დაკავშირებული საკითხები [განვიხილეთ]. ასევე, განვიხილეთ მიმდინარე საკითხები, რასაც აკეთებს ეს რუსეთის მეხუთე კოლონა საქართველოში. ძალიან კმაყოფილები ვართ იმით, რომ მოვისმინეთ ზუსტად ის, რასაც ველოდით, რომ აშშ-ის ორივე პარტია ისე არის განწყობილი საქართველოსთან მიმართებაში, როგორც უნდა იყოს. მოვისმინეთ, რომ მათ კარგად იციან საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, როგორი სახელმწიფო იყო საქართველო აქამდე და ის, თუ რა მდგომარეობაა დღეს ჩვენს ქვეყანაში. ძალიან კარგად არიან ინფორმირებულები და როდესაც ჩავლენ, ბუნებრივია, ის კონგრესმენები, რომლებიც საგარეო საქმეთა კომიტეტში მუშაობენ ორივე პარტიიდან, ამ ყველაფერს მიიღებენ მხედველობაში და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება საქართველოსთან მიმართებაში. აქვე აღსანიშნავია, რომ აშშ-ს დღემდე არ ჰყავს დანიშნული ოფიციალურად ელჩი საქართველოში. ასეთ დაბალ დონეზეა საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობები მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკის მხრიდან ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერა არის დაბალი,“ - განაცხადა ბარამიძემ.

თბილისში აშშ-ს კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია იმყოფება. მათ ოპოზიციური პარტიის ლიდერები აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ალან პერსელის რეზიდენციაში შეხვდნენ. შეხვედრაზე მივიდნენ „ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე, პარტია „თავისუფლების მოედნის" ლიდერი ლევან ცუცქირიძე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე. მანამდე შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. აშშ-ს კონგრესის თანამშრომლებს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი შეხვდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე