ლევან მაჭავარიანი - როცა ჩინეთთან გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობა, დასავლეთი გვაკრიტიკებდა - აღმოჩნდა, რომ ჩინეთთან პარტნიორობა და თანამშრომლობა ყველას საციცოცხლოდ სჭირდება, მით უმეტეს ევროკავშირს

როდესაც ჩინეთთან გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობა, დასავლეთი გვაკრიტიკებდა - შეგახსენებთ, ერთმანეთის მიყოლებით სი ძინ პინს ესტუმრნენ ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ბატონი მაკრონი, კანადის პრემიერი, ბრიტანეთის პრემიერი, ხოლო შემდეგი გერმანიის კანცლერია. ყველას სურვილია, რომ ჩინეთთან გააღრმაოს ურთიერთობა და ყველა თვლის, რომ ეს საკუთარი ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი წერს, რითაც ჩინეთის პრეზიდენტთან ევროპელი ლიდერების ვიზიტს ეხმაურება.

მაჭავარიანის თქმით, კარგია, რომ რაც დრო გადის, ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა და ამ შემთხვევაშიც აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები უალტერნატივოა.

„როდესაც, ჩვენ, ფაქტობრივად, ყველას დავასწარით და ჩინეთთან გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობა, რასაც მაშინვე კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვა - დასავლეთი გვაკრიტიკებდა.

აღმოჩნდა, რომ ჩინეთთან პარტნიორობა და თანამშრომლობა ყველას სასიცოცხლოდ სჭირდება, მითუმეტეს ევროკავშირს.

შეგახსენებთ, რომ ერთმანეთის მიყოლებით ბატონ სი ძინპინს ესტუმრნენ ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ბატონი მაკრონი, კანადის პრემიერი, ბრიტანეთის პრემიერი, ხოლო შემდეგი გერმანიის კანცლერია. ყველას სურვილია, რომ ჩინეთთან გააღრმაოს ურთიერთობა და ყველა თვლის, რომ ეს საკუთარი ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია“, - წერს მაჭავარიანი.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა