არჩილ გორდულაძე - მიზანია, რომ გაერთიანების შედეგად სახელმწიფოც და ტექნიკური უნივერსიტეტიც უფრო რეიტინგულები გახდნენ - ასევე მეტი ფასი და ძალა ჰქონდეს გაცემულ დიპლომსა და ცოდნას

განათლების რეფორმის მიზანია, რომ გავაძლიეროთ როგორც უნივერსიტეტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ამავდროულად შევძლოთ კვალიფიციური და მეტი ცოდნის აკადემიური პერსონალი იყოს მოზიდული ასეთ უნივერსიტეტებში, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან განათლების რეფორმაზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, რეფორმის მიზანია ისიც, რომ მეტი ფასი და ძალა ჰქონდეს სახელმწიფო უნივერსიტეტების მიერ გაცემულ დიპლომს და ცოდნას.

„მინისტრმა, გივი მიქანაძემ განმარტა ორი უნივერსიტეტის გაერთიანების მიზანი, რომ მოხდეს როგორც პროფესორების და პერსონალის, ასევე მატერიალური და ტექნიკური სახსრების და საშუალებების გაერთიანება, რომელიც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იქამდე, რომ სახელმწიფოც და ტექნიკური უნივერსიტეტიც გაერთიანების შედეგად უფრო რეიტინგულები გახდნენ. ასევე მეტი ფასი და ძალა ჰქონდეს სახელმწიფო უნივერსიტეტების მიერ გაცემულ დიპლომს და არამხოლოდ დიპლომს, არამედ ცოდნას“, - განაცხადა გორდულაძემ.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, განათლების სისტემაში არსებობს პრობლემები, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების დიდი კასკადია.

„სამწუხაროდ, გვაქვს პროფესორ-მასწავლებლების ნაკლებობაც, რომლებიც მხოლოდ აკადემიური საქმიანობით არიან დაკავებული, შესაბამისად ანაზღაურებაც ნაკლები აქვთ და იძულებული არიან სხვა საქმიანობითაც დაკავდნენ. ამ რეფორმის მიზანია, რომ გავაძლიეროთ როგორც უნივერსიტეტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ამავდროულად შევძლოთ კვალიფიციური და მეტი ცოდნის აკადემიური პერსონალი იყოს მოზიდული ასეთ უნივერსიტეტებში. შესაბამისად, მიზანია, გაიზარდოს ცოდნის გადაცემის შესაძლებლობები და მხოლოდ ის არ იყოს, რომ ოთხი წლის განმავლობაში ისწავლოს სტუდენტმა და მიიღოს დიპლომი, რომელსაც არავითარი ცოდნა არ უმაგრებს ზურგს. სწორედ ამ მიზნით არის ერთმანეთთან დაკავშირებული როგორც სასკოლო რეფორმა, ასევე საუნივერსიტეტო რეფორმა, რომ ჩვენ ისეთი მომავალი მივიღოთ, რომელიც იქნება კვალიფიცირებული, საქმის პროფესიონალი და რომელიც თავის საქმიანობას ისევ და ისევ სამშობლოს მოახმარს”, - აღნიშნა გორდულაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო - საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში