მიხეილ სააკაშვილი  - ივანიშვილი ერთი ხელის მოსმით კლავს საინჟინრო სკოლას საქართველოში - ეს არის გლობალური კატასტროფა, რითაც საქართველოს საბოლოოდ გადაისვრიან მესამეხარისხოვანი ქვეყნების კატეგორიაში

ივანიშვილი ერთი ხელის მოსმით კლავს საინჟინრო სკოლას საქართველოში - ეს არის გლობალური კატასტროფა, რითაც საქართველოს საბოლოოდ გადაისვრიან მესამეხარისხოვანი ქვეყნების კატეგორიაში! - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების თაობაზე განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას.

სააკაშვილის თქმით, ივანიშვილმა დაგვანახა, რომ განათლებას ფასი არ აქვს.

„ივანიშვილი ერთი ხელის მოსმით კლავს საინჟინრო სკოლას საქართველოში. სტუ ბევრ ფაკულტეტზე კარგ განათლებას აძლევს, კერძოდ კი ენერგეტიკაზე, გეოლოგიაზე, კავშირგაბმულობაზე, ჰიდრო-ინჟინერიაზე, სამშენებლოზე, საავიაციოზე, ხიდების და გვირაბების მშენებლობაზე, ტელემექანიკაზე. ეს არის გლობალური კატასტროფა, რითაც საქართველოს საბოლოოდ გადაისვრიან მესამე ხარისხოვანი ქვეყნების კატეგორიაში! ივანიშვილმა თავზე დაგვასვა ყველაზე გაუნათლებელი ხალხი (თვითონ, ზებრა პრეზიდენტი და უამრავი სხვა) რითაც დაგვანახა, რომ განათლებას არანაირი ფასი არ აქვს. ახლა კი გამოაცხადა ეს კატასტროფა ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმებით. ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიურიც იმიტომ მოკლა ჯაყომ, რომ იქაც საინჟინრო პროფესიაზე იყო მთავარი აქცენტი. ე.ი. ქართველები შეიძლება იყვნენ, როგორც ოლიგარქის ერთი მოლაპარაკე თავი ამტკიცებს, მხოლოდ შუშის მბერავები, შავი მუშები და მიმტანები, WTF?“, - წერს სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

ცნობისთვის, განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (თსუ) გაერთიანდება. აღნიშნულს პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები აპროტესტებენ. უკვე მეორე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო