რომან გოცირიძე - პარლამენტში საქსტატის დღევანდელ დირექტორზე მორგებულ სპეცკანონს იღებენ - რატომ კეთდება ეს? საქსტატი და მისი უფროსი “ოცნების” მთავრობის პოლიტიკური მომსახურეა, იტყვიან, რომ ფასები შემცირდა

პარლამენტში საქსტატის დღევანდელ დირექტორზე მორგებულ სპეცკანონს იღებენ - რატომ კეთდება ეს? საქსტატი და მისი უფროსი “ოცნების” მთავრობის პოლიტიკური მომსახურეა - იტყვიან, რომ ფასები შემცირდა! - ასე ხსნის პარლამენტის ყოფილი წევრი რომან გოცირიძე “ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებას, რომლის მიხედვით, საქსტატს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის არაუმეტეს ორჯერ დანიშვნის შეზღუდვა უქმდება.

“საქსტატის უფროსად ერთი და იგივე პირი 4-წლიანი ვადით ორჯერ შეიძლება ყოფილიყო დანიშნული. ამ ორგანიზაციის დღევანდელ დირექტორს 8 წელი ეწურება და ვადა გასდის. პარლამენტში იღებენ ამ პირზე მორგებულ სპეცკანონს, რომლის მიხედვითაც, ამ თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნა შესაძლებელი იქნება. რატომ კეთდება ეს? ფასების ზრდის საწინააღმდეგო კამპანიის წარმატებულად წარმოსაჩენად. იტყვიან, რომ ფასები შემცირდა.

საქსტატი და მისი უფროსი “ოცნების” მთავრობის პოლიტიკური მომსახურეა. იგი აყალბებს მონაცემებს, ზრდის მშპ-ს და ამცირებს ინფლაციის მაჩვენებლებს, მანიპულაციებს სხვა მიმართულებითაც ეწევა. ასეთი ახალი კადრის გამოზრდას დრო სჭირდება, თანაც სადაა გარანტია, რომ არ გიმტყუნებს. აგერ ეს კაცი კი 8 წელიწადია პარტიას მონურად ემსახურება. დაიმსახურა პერსონალური კანონის მიღება, აბა რა“, - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, “ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონიდან იმ ნორმის ამოღება ხდება, რომლის მიხედვით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი არ შეიძლება ორზე მეტი ვადით დაინიშნოს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე