გიგი წერეთელი - როდესაც განათლების სისტემა არ ვარგა, ქვეყნის მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება - ქრესტომათიული მოცემულობაა, როდესაც ქვეყანა ავტოკრატიის გზას ადგას და მმართველობა გადაწყვეტს, რომ ტოტალიტარული მეთოდებით აკონტროლოს ქვეყანა

როდესაც განათლების სისტემა არ ვარგა ქვეყანაში, მისი მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება - ეს არის ქრესტომათიული მოცემულობა, როდესაც ქვეყანა ავტოკრატიის გზას ადგას და ამ ქვეყნის მმართველობამ გადაწყვიტა, რომ ტოტალიტარული მეთოდებით აკონტროლოს ქვეყანა,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი წერეთელმა განათლების რეფორმაზე, კონკრეტულად კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ზოგადად ამ პროცესების მიზანი ხელისუფლების მაქსიმალური კონცენტრაცია და მმართველობის პერიოდის გახანგრძლივებაა.

„მთლიანობაში ამ პროცესის მიზანი არის ხელისუფლების მაქსიმალურად კონცენტრაცია, იმ ბერკეტების მაქსიმალური კონსოლიდაცია, რაც ხელში აქვთ, საზოგადოების კონტროლი ყველა სფეროში და ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივება. ეს არის ქრესტომათიული მოცემულობა, როდესაც ქვეყანა ავტოკრატიის გზას ადგას და ამ ქვეყნის მმართველობამ გადაწყვიტა, რომ ტოტალიტარული მეთოდებით აკონტროლოს ქვეყანა. ჩვენ ამას ვაკვირდებით ბევრი მიმართულებით, იქნება ეს ბიზნესი, სამართალდამცავი სტრუქტურები, ადგილობრივი ხელისუფლება. როდესაც თავისუფალი არჩევნების პერსპექტივა ისპობა ქვეყანაში, ეს ნიშნავს, რომ ის რაღაც ვერტიკალს უნდა დაეკიდოს და შემდეგ ამგვარი მეთოდებით უნდა იყოს მართვა. რაც შეეხება კონკრეტულად განათლების სფეროს, ეს ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური სივრცეა- განათლების სფეროს აქვს პრივილეგია იყოს უფრო დამოუკიდებელი, უფრო ხმამაღლა ილაპარაკოს, მაღალინტელექტუალური კონტინგენტი აქვს მოკრებილი და ეს ყოველთვის ყველა ფორმაციაში საფრთხეს უქმნიდა ყველა ხელისუფლებას თუკი იქ იყო უკმაყოფილება. შესაბამისად, გადაწყვიტეს, როგორც ჩანს, რომ ეს მიმართულებაც იყოს გაკონტროლებული. ემოციურ ნაწილზე აღარ ვამბობ, რომ 104 წლის უნივერსიტეტია ან საფრთხე დაემუქროს რომელიმე მნიშვნელოვან დაწესებულებას, ეს, რა თქმა უნდა, თავისთავად, ძალიან სერიოზული ამბავია, მაგრამ აქ საუბარია იმაზე და გადაწყვეტილება არის იმის შესახებ, რომ შეიქმნას სრული ზედამხედველობის მექანიზმები, იყოს შერწყმა უნივერსიტეტების, რეგიონული საუნივერსიტეტო განათლება პრაქტიკულად დასრულდა, იზოლაცია მოხდეს, საერთაშორისო ურთიერთობები, პრაქტიკულად, გაწყდეს და ხარისხი შემცირდეს, საგანმანათლებლო ვადები შემცირდეს. ეს ძალიან დიდი საფრთხის შემცველია თვითონ სისტემისთვის, მაგრამ როდესაც განათლების სისტემა არ ვარგა ქვეყანაში, მისი მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს