გია ვოლსკი - არავითარი რეპრესია - ყველანაირ გრანტზე არის დაშვება, რომელიც ეხება ქვეყნის განვითარების ინტერესებს, დაშვება არ არის მხოლოდ იმ ე.წ. გრანტზე, რომელიც წარმოადგენს „შავ ფულს“

არავითარი რეპრესია - ყველანაირ გრანტზე არის დაშვება, რომელიც ეხება ქვეყნის განვითარების ინტერესებს, დაშვება არ არის იმ ე.წ. გრანტზე, რომელიც წარმოადგენს „შავ ფულს“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „გრანტების შესახებ“ კანონში დაანონსებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ახლო წარსულის გამოცდილებამ აჩვენა, რომ გრანტების სახით შემოსული თანხები ექსტრემიზმის განვითარებას ხმარდება.

„არავითარი რეპრესია. ნებისმიერი გრანტი დასაშვებია, ნებისმიერი პროგრამის განხორციელება შეიძლება, უბრალოდ, როდესაც ამბობ, რომ პროგრამა განეკუთვნება რაღაც კულტურის დარგში ცნობიერების ამაღლებას, იმ თანხით და იმ პროგრამის მფარველობით, არ უნდა ჩაატარო შეკრება, რომელიც ეხება ახალგაზრდების ტრენინგს, თუ როგორ უნდა დაუპირისპირდეს პოლიციას და როგორ უნდა მოამზადოს „მოლოტოვის კოქტეილი“. გრანტების არავითარი შეზღუდვა არ არსებობს. ელემენტარული თემაა - ახლო წარსულის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ გრანტების სახით შემოსული თანხები ხმარდება ექსტრემიზმის განვითარებას. თუკი ეს ასე არ არის, რატომ არის გამჭვირვალობა პრობლემა?! ითქვას, რა თანხაა, ვინ გადმოაგზავნა და რაოდენობით რას ხმარდება. მეტი არავითარი მოთხოვნა არ არის.

რაც შეეხება იმას, რომ კერძო ადამიანს გადმოურიცხოს ოჯახმა თანხა უცხოეთიდან, ან რაღაც კონკრეტული საქმიანობისათვის, ან ნათამაშები როლისთვის ვიღაცამ მიიღოს ჰონორარი - რასაკვირველია, ეს რაიმე კონტროლის არანაირი ქვემდებარე არ არის. დასაშვებიც არის და მისასალმებელიცაა, რასაკვირველია.

ამ თემასთან დაკავშირებით სპეკულაცია ბევრი არის, კიდევ ბევრი იქნება, მაგრამ ფაქტი ერთია - ყველანაირ გრანტზე არის დაშვება, რომელიც ეხება ქვეყნის განვითარების ინტერესებს. დაშვება არ არის იმ ე.წ. გრანტზე, რომელიც წარმოადგენს „შავ ფულს“, რაზეც მარტა კოსი ლაპარაკობს ოფიციალური ტრიბუნიდან და ამბობს, როგორ მოვძებნოთ გზა, რომ „შავი ფული“ შევიტანოთ საქართველოშიო. ამის წინააღმდეგ არის მიღებული ეს კანონი,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ფართოვდება „გრანტის“ განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა აგრეთვე ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე, ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით, ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე