დავით მათიკაშვილი - მიზანია, ქართველ სტუდენტს არ გაუჩნდეს სურვილი, წავიდეს და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიიღოს განათლება, არა იმიტომ, რომ ამას ვინმე აუკრძალავს, არამედ იმიტომ, რომ საქართველოში იქნება უმაღლესი ხარისხის საგანმანათლებლო სისტემა

მიზანია, რომ ქართველ სტუდენტს არ უნდა გაუჩნდეს სურვილი, წავიდეს და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიიღოს განათლება, არა იმიტომ, რომ ამას მას ვინმე აუკრძალავს, არამედ იმიტომ, რომ საქართველოში იქნება უმაღლესი ხარისხის საგანმანათლებლო სისტემა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, უნივერსიტეტების გაერთიანების შესახებ ვისმენთ კრიტიკას, რომელსაც ვერ ასაბუთებენ.

„არგუმენტები სამწუხაროდ, აქამდეც არ მოგვისმენია. ჩვენ ვხედავთ კრიტიკას, რომელსაც არ გააჩნია არანაირი რეალური ნიადაგი. უპრეცედენტო მნიშვნელობის განათლების რეფორმა ტარდება საქართველოში. როდესაც მიღებულია გადაწყვეტილება უნივერსიტეტების გაერთიანების შესახებ, ვისმენთ კრიტიკას, რომელსაც ვერ ასაბუთებენ. სინამდვილე არის სხვა რამეში. ჩვენ კარგად უნდა მოვისმინოთ, დავინახოთ ის სარგებელი, რომელიც გაერთიანების პროცესს მოჰყვება. აქ არის საუბარი განათლების დონის ამაღლებაზე, ჩვენი პროფესორ-მასწავლებლებისთვის ხელფასების მაღალ ზღვარზე. ეს ყველაფერი ემსახურება ძალიან მნიშვნელოვან მიზანს - ქართველ სტუდენტს, ქართველი ახალგაზრდას, საქართველოს მოქალაქეს არ უნდა გაუჩნდეს სურვილი, წავიდეს და სხვაგან, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიიღოს განათლება. არა იმიტომ, რომ მას ვინმე აუკრძალავს ამას, არამედ იმიტომ, რომ საქართველოში იქნება უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემა, რაც თავისთავად, ჩვენს ახალგაზრდებს არ გაუჩენს სურვილს რომ თავისი ქვეყანა დატოვონ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი და რამდენადაც იქნება ხელის შეწყობა ამ პროცესისთვის, მით უფრო წარმატებით განხორციელდება ეს რეფორმა,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო - საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!