მაკა ბოჭორიშვილი - მსოფლიო მთავრობათა სამიტში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა საუკეთესო შესაძლებლობაა როგორც ორმხრივი პოლიტიკური დიალოგისთვის, ასევე ბიზნესწრეებთან შეხვედრებისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მსოფლიო მთავრობათა სამიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც აერთიანებს მაღალი დონის პოლიტიკურ და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა აღნიშნულ სამიტში მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით.

„მსოფლიოს მთავრობათა სამიტი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მაღალი დონის სტუმრები როგორც ხელისუფლების, ისე ბიზნესწრეების წარმომადგენლები. ამ ღონისძიებაში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა საუკეთესო შესაძლებლობაა როგორც ორმხრივი პოლიტიკური დიალოგისთვის, ასევე ბიზნესწრეებთან შეხვედრებისთვის და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე საუბრისთვის“,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრი სამიტის ფარგლებში ჩართული იქნება სხვადასხვა ღონისძიებაში და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.

„პრემიერ-მინისტრი რამდენიმე ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას სამიტის ფარგლებში. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც როგორც სხვადასხვა სახელმწიფოების ლიდერებთან, ისე ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან. ეს, რა თქმა უნდა, საუკეთესო შესაძლებლობაა საქართველოს ინტერესების შესაბამისად პოლიტიკური დიალოგის საწარმოებლად სხვადასხვა სახელმწიფოებთან", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა, რომლის კომენტარსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!