ტატა ხვედელიანი - დიახ, გიორგი გახარიამ გაათავისუფლა გივი მიქანაძე იმის გამო, რომ პოლიციის აკადემიის აუზზე შედიოდნენ ირაკლი კობახიძის ოჯახის წევრები, როცა რიგითი პოლიციელები ვერ იყენებდნენ ამ სერვისს

დიახ, გიორგი გახარიამ გაათავისუფლა გივი მიქანაძე იმის გამო, რომ პოლიციის აკადემიის აუზზე შედიოდნენ ირაკლი კობახიძის ოჯახის წევრები, როდესაც რიგითი პოლიციელები ვერ იყენებდნენ ამ სერვისს, - ასე უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა, უმრავლესობის დეპუტატს, გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელმაც საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააუქმა პოლიციის აკადემია, მისი უფროსი გივი მიქანაძე კი გაათავისუფლა.

როგორც ხვედელიანმა განაცხადა, სჯობს განცხადებების გაკეთებისას დეპუტატებმა ინფორმაცია გადაამოწმონ.

„მაშინ როდესაც გივი მიქანაძე იყო აკადემიის რექტორი, საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ვიყავი. კარგად მახსოვს, როდესაც მოიძიებთ ინფორმაციას, ბოლომდე მოიძიეთ. რეალურად, დიახ, გიორგი გახარიამ გაათავისუფლა გივი მიქანაძე იმის გამო, რომ მაშინ აკადემიის აუზზე შედიოდნენ ირაკლი კობახიძის ოჯახის წევრები და მაშინ, როდესაც რიგითი პოლიციელები ვერ იყენებდნენ ამ სერვისს“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ტატა ხვედელიანს გამოსვლის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ „მისი ეს ტონი ცილისწამებაა“.

„წეღან შენიშვნა მიიღეთ სწორედ ამ შეუფერებელი ტონის გამო, რომელიც ცილისწამების ნაირსახეობას წარმოადგენს. მგონი, არ არის სწორი ის ტონი, რომლითაც თქვენ თუნდაც გივი მიქანაძესთან დაკავშირებით საუბრობთ. ერთხელ გამხილეს ტყუილში, ახლა ოჯახის წევრებზე დაიწყეთ საუბარი. არ გეკადრებათ. გავიგეთ, რომ გინდათ, რაღაც მწარე თქვათ... არ არის პოლიტიკური დებატი მწარე- მწარეს საუბარი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ