გია ვოლსკი - ადამიანი, რომელიც თავს ლეგიტიმურ პრეზიდენტს უწოდებს მაშინ, როცა არ არის და დროშით დადის - ორი ვარიანტია: ან პასუხი მოსთხოვო ამისთვის, ან მეორე საკითხია, რომ ეს განსახილველად გადასცე ფსიქიატრებს

ადამიანი, რომელიც თავს ლეგიტიმურ პრეზიდენტს უწოდებს მაშინ, როდესაც არ არის პრეზიდენტი და დროშით დადის - ორი ვარიანტია: ან პასუხი მოსთხოვო ამისთვის, ან მეორე საკითხია, რომ ეს განსახილველად გადასცე ფსიქიატრებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რა დროსაც უპასუხა შეკითხვას, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატის, არჩილ გორდულაძის განცხადებას შეეხებოდა, რომ „პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლოა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რომელიც არ ცნობს კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას და საჯაროდ მოუწოდებს ანალოგიური ქმედებისკენ“.

მისი თქმით, სხვა გზა, შუა და მესამე ვარიანტო არ არსებობს.

„ადამიანი, რომელიც თავს ლეგიტიმურ პრეზიდენტს უწოდებს მაშინ, როდესაც არ არის პრეზიდენტი და დროშით დადის - ორი ვარიანტია: ან პასუხი მოსთხოვო ამისთვის, თუ მისი ეს ქმედება ქვეყანას სერიოზულ ზარალს აყენებს და დაუმტკიცებ, რომ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება მისი ეს პოზიცია, ვოიაჟი და პრეზიდენტის დროშით სიარული. ან მეორე საკითხია, რომ ეს განსახილველად გადასცე ფსიქიატრებს. სხვა გზა, შუა და მესამე ვარიანტო არ არსებობს. ადამიანი, რომელიც დღეს ამბობს, რომ ვარ ცნობილი ფიგურა ან პრეზიდენტი და ამ დროს არანაირი კავშირი არ აქვს ამ პოზიციასთან, იგი აშავებს თუ ამას ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის იყენებს. თუმცა, თუ ამას არ აქვს ის გავრცელება და პოლიტიკური ზარალის ფორმას არ ატარებს, მაშინ ფსიქიატრების შესწავლის სფეროს განეკუთვნება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, თუ პარლამენტი კენჭს უყრის და თანახმა იქნება, შესაძლოა, კანონით განისაზღვროს, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რომელიც საჯარო მოწოდებას გააკეთებს კონსტიტუციური ორგანოების არცნობის შესახებ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე