აქციების დროს დაკავებული ლუკა ჯაბუას ადვოკატი - მოსამართლემ მიუთითა, რომ ის რაღაც საგანს ისვრის, თუმცა რა საგანია, ეს მოცემული არ არის

პირველი ინსტანციის განაჩენი გამოკვლეულ მტკიცებულებებს არ შეესაბამება. ლუკა ჯაბუას შემთხვევაში მოსამართლემ მიუთითა, რომ ის რაღაც საგანს ისვრის, თუმცა რა საგანია, ეს მოცემული არ არის, - ამის შესახებ აქციების დროს, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ლუკა ჯაბუას ადვოკატმა, რუსუდან აგურაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა სააპელაციო სასამართლომ უნდა ახსნას თუ რატომ არიან ლუკა ჯაბუა და მასთან ერთად დაკავებული 10 პირი, ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის მონაწილეები, თუ სააპელაციო სასამართლო მსჯავრდებულებს კვლავ დამნაშავეებად ცნობს.

„პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ მოსამართლის მიერ დაკვალიფიცირებულ მუხლზე გვესაუბრა. აუცილებელი იყო, რომ ორივე ნაწილში [სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 226-ე მუხლებში] მოსამართლეს აეხსნა თუ რატომ იყვნენ ეს პირები დამნაშავეები, სად და როგორ მოხდა მათი შეკავშირება, ან რა მითითებებს იღებდნენ და რა დავალებებს ასრულებდნენ, ან საერთოდ ვინ იყო ორგანიზატორი. ორივე მუხლისთვის ორგანიზატორი ფუნდამენტური საკითხია. მოსამართლის განაჩენის დასაბუთებაში ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი ორგანიზატორობის ნაწილზე, ამიტომ აუცილებელია, რომ მეორე ინსტანციის სასამართლომ ახსნას დეტალურად რატომ არის მსჯავრდებულების მოქმედება, ორგანიზებული ქმედება.

ასევე, პირველი ინსტანციის განაჩენი გამოკვლეულ მტკიცებულებებს არ შეესაბამება. ლუკა ჯაბუას შემთხვევაში მოსამართლემ მიუთითა, რომ ის რაღაც საგანს ისვრის, თუმცა რა საგანია, ეს მოცემული არ არის. ასევე, მოსამართლე უთითებს, რომ მსჯავრდებულები წინააღმდეგობას უწევდნენ [პოლიციას] და ამის გამო თავისუფლების აღკვეთის გარდა, სხვა შედარებით მსუბუქი სასჯელი - ბრალდებულების მიმართ გამომჟღავნებული არაგონივრული ლმობიერება იქნებოდა, რაც დიდი უკანონობაა, რადგან ვერ დგინდება თუ რა უჭირავს მსჯავრდებულს ხელში. ამის შემდეგ კი მოსამართლე, მას შეიარაღებულ პიროვნებას უწოდებს“, - განაცხადა რუსუდან აგურაშვილმა.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასმართლოში ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დამნაშავედ ცნო და მათ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაკავებულ 11 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სააპელაციო სასამართლოში კი ბრალდების მხარე მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობას თავდაპირველად წარდგენილი მუხლით ითხოვს, დაცვის მხარე კი გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

პირველი ინსტანციის განაჩენი გამოკვლეულ მტკიცებულებებს არ შეესაბამება. ლუკა ჯაბუას შემთხვევაში მოსამართლემ მიუთითა, რომ ის რაღაც საგანს ისვრის, თუმცა რა საგანია, ეს მოცემული არ არის,- ამის შესახებ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ლუკა ჯაბუას ადვოკატმა, რუსუდან აგურაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა სააპელაციო სასამართლომ უნდა ახსნას თუ რატომ არიან ლუკა ჯაბუა და მასთან ერთად დაკავებული 10 პირი, ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის მონაწილეები, თუ სააპელაციო სასამართლო მსჯავრდებულებს კვლავ დამნაშავეებად ცნობს.

„პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ მოსამართლის მიერ დაკვალიფიცირებულ მუხლზე გვესაუბრა. აუცილებელი იყო, რომ ორივე ნაწილში [სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 226-ე მუხლებში] მოსამართლეს აეხსნა თუ რატომ იყვნენ ეს პირები დამნაშავეები, სად და როგორ მოხდა მათი შეკავშირება, ან რა მითითებებს იღებდნენ და რა დავალებებს ასრულებდნენ, ან საერთოდ ვინ იყო ორგანიზატორი. ორივე მუხლისთვის ორგანიზატორი ფუნდამენტური საკითხია. მოსამართლის განაჩენის დასაბუთებაში ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი ორგანიზატორობის ნაწილზე, ამიტომ აუცილებელია, რომ მეორე ინსტანციის სასამართლომ ახსნას დეტალურად რატომ არის მსჯავრდებულების მოქმედება, ორგანიზებული ქმედება.

ასევე, პირველი ინსტანციის განაჩენი გამოკვლეულ მტკიცებულებებს არ შეესაბამება. ლუკა ჯაბუას შემთხვევაში მოსამართლემ მიუთითა, რომ ის რაღაც საგანს ისვრის, თუმცა რა საგანია, ეს მოცემული არ არის. ასევე, მოსამართლე უთითებს, რომ მსჯავრდებულები წინააღმდეგობას უწევდნენ [პოლიციას] და ამის გამო თავისუფლების აღკვეთის გარდა, სხვა შედარებით მსუბუქი სასჯელი - ბრალდებულების მიმართ გამომჟღავნებული არაგონივრული ლმობიერება იქნებოდა, რაც დიდი უკანონობაა, რადგან ვერ დგინდება თუ რა უჭირავს მსჯავრდებულს ხელში. ამის შემდეგ კი მოსამართლე, მას შეიარაღებულ პიროვნებას უწოდებს“,- განაცხადა რუსუდან აგურაშვილმა.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასმართლოში ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დამნაშავედ ცნო და მათ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაკავებულ 11 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სააპელაციო სასამართლოში კი ბრალდების მხარე მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობას თავდაპირველად წარდგენილი მუხლით ითხოვს, დაცვის მხარე კი გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება