განათლების ექსპერტი - თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანება არის კონკრეტული პირების ახირება და აკვიატება, ძალაუფლების დემონსტრირების საშუალება

თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანება არის კონკრეტული პირების ახირება და აკვიატება, ძალაუფლების დემონსტრირების საშუალება, - ამის შესახებ განათლების ექსპერტმა, ლიკა ღლონტმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

ლიკა ღლონტის თქმით, ხელისუფლების მიზანია უმაღლესი განათლების სისტემაზე სამთავრობო კონტროლის დაწესება.

„თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანება ნიმუშია იმისა, რომ რაციონალურ აზროვნებასთან ჩვენ აქ საქმე არ გვაქვს. ეს არის კონკრეტული პირების ახირება და აკვიატება, ძალაუფლების დემონსტრირების საშუალება. საერთო მიზანია უმაღლესი განათლების სისტემაზე სამთავრობო კონტროლის დაწესება და სხვანაირად მოაზროვნე პროფესორების განთესვა. რატომ დაიწყეს ტექნიკური უნივერსიტეტით ლოგიკური არგუმენტები არ მაქვს, მაგრამ ეს აუცილებლად გაგრძელდება, ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდია. ბოლო კვირების განმავლობაში... მე არ მგონია, რომ ხელისუფლება უკან დაიხევს. ბოდიში, მაგრამ ფეხზე კიდია მომხრეც და არამომხრეც, აკადემიური პერსონალიც, ასაკოვანიც და ახალგაზრდაც“, - განაცხადა ლიკა ღლონტმა.

ლიკა ღლონტის შეფასებით, რასაც ხელისუფლება აკეთებს ეს არის არა რეფორმა, არამედ განადგურება.

„სისტემის გაკონტროლება ალბათ მეორეული და მესამეული ამოცანაა, ორი წლის წინ რომ ვინმეს ჩემთვის ეს ეთქვა ვიტყოდი, რომ თქვენ ხართ კონსპიროლოგები. მე ვთვლი, რომ დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე ამოცანა არის სისტემის დანგრევა. რამდენჯერმე გვითხრეს კიდეც ეს, არ გვიმალავენ. ვოლსკიმ თქვა, რომ არ გვინდა უმაღლესი განათლების მქონე ხალხი, მინის მბერავები გჭირდება. რასაც ესენი აკეთებენ, ეს არის არა რეფორმა, არამედ განადგურება. ისეთ დონემდე დაიყვანენ, ვეღარ აღვადგენთ ვერაფერს, დაინგრევა ყველაფერი“, - განაცხადა ლიკა ღლონტმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ