„იმედის“ ახალი მეწილე - ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები - დაცული იქნება არხის არსებული სარედაქციო პოლიტიკა და ჰოლდინგში მომუშავე თითოეული თანამშრომლის უფლებები

ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები, როგორც ტელეკომპანია „იმედთან“, ასევე მთლიანად ჰოლდინგთან მიმართებით, - ამის შესახებ ნათქვამია „იმედის“ ახალი მეწილის, „პრაიმ მედია გლობალის“ დამფუძნებელ ილია მიქელაიშვილის განცხადებაში.

მისივე მტკიცებით, დაცული იქნება არხის არსებული სარედაქციო პოლიტიკა და ჰოლდინგში მომუშავე თითოეული თანამშრომლის უფლებები.

„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, „პრაიმ მედია გლობალი“ წლებია ოპერირებს ქართულ მედიაბაზარზე და ქვეყანაში, ამ მიმართულებით, არის ერთ-ერთი მზარდი კომპანია. მოხარული ვარ, რომ წარმატებით დასრულდა მრავალთვიანი მოლაპარაკება ბიზნესმენ ირაკლი რუხაძესთან და შედეგად, ტელეკომპანია „იმედი“ და მისი ჰოლდინგის ქვეშ შემავალი სხვა მედიასაშუალებები ამიერიდან სწორედ „პრაიმ მედია გლობალის“ საკუთრებაში გადმოვა.

ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები, როგორც ტელეკომპანია „იმედთან“, ასევე მთლიანად ჰოლდინგთან მიმართებით. ვაპირებ სოლიდური ინვესტიციის განხორციელებას და არხის კიდევ უფრო გაძლიერებას.

მეორე მხრივ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დაცული იქნება არხის არსებული სარედაქციო პოლიტიკა და ჰოლდინგში მომუშავე თითოეული თანამშრომლის უფლებები. ჩვენ სრულად ვიაზრებთ იმ პასუხისმგებლობას, რომ „იმედი“ არის უპირობო ლიდერი ქართულ მედიასივრცეში და ჩვენი მიზანია ამ შედეგის გაფრთხილება და კიდევ უფრო გაუმჯობესება. ეს არის, რაც ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, დეტალურად კი ჩვენი გეგმების შესახებ ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებ“, - ნათქვამია ილია მიქელაიშვილის განცხადებაში, რომელსაც „იმედი“ ავრცელებს.

ცნობისთვის, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ „ტელე-იმედიდან“ „ჰანიველ პარტნერსის“ გასვლის შესახებ განცხადება გაავრცელა. როგორც რუხაძე აღნიშნავს, „პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელ სიტუაციაში, ყველაზე გონივრული გამოსავალი არის ჩვენი „იმედთან“ დამშვიდობება“.

მისივე თქმით, „პრაიმ მედია გლობალი“, რომელიც მრავალი წელია თანამშრომლობს „იმედთან“ რეკლამის გაყიდვაზე, ეს კომპანია შეიძენს „იმედის“ 50%-ს და 50% გადავა „იმედის“ გენერალური დირექტორის, მაკა ლომიძისა და მისი 4 მოადგილის მფლობელობაში.

ამასთან, როგორც bpn.ge წერს, ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი კომპანია სიმბოლურ ფასად - 1000-ლარად გაიყიდა.

„სამეწარმეო რეესტრის, ბოლო მონაცემებით, „იმედის“ მფლობელი კომპანია „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპია“ („ჯიდიესი“).

აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა. ამ უკანასკნელი კომპანიის მესაკუთრე ილია მიქელაიშვილია, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ მიქელაიშვილი იქნება „იმედის“ საბოლოო მფლობელი“, - წერს გამოცემა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე