იაგო კაჭკაჭიშვილი - განათლების მინისტრმა თქვა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და არ შეიცვლება - მისი ერთადერთი არგუმენტია ის, რომ გაერთიანება ხარისხს გააუმჯობესებს, თუმცა როგორ, ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის, იაგო კაჭკაჭიშვილის განცხადებით, განათლების მინისტრ გივი მიქანაძესთან შეხვედრაზე ითქვა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და იგი არ გადაიხედება.

კაჭკაჭიშვილის თქმით, მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მხარეებს შეუძლიათ იმსჯელონ მხოლოდ გაერთიანების განხორციელების პროცესზე, ვადებსა და პროცედურებზე, თუმცა თავად გადაწყვეტილება უცვლელი რჩება.

„მინისტრმა თქვა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და არ შეიცვლება. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ იმაზე, როგორ განხორციელდება ეს პროცესი დროში და რა პროცედურები იქნება საჭირო. ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენელი, უკლებლივ ყველა, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა გაერთიანებას, თუმცა სამინისტრო და მინისტრი შეუვალ პოზიციაზე რჩებიან“,-განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.

მისივე თქმით, ლექტორები მინისტრს არგუმენტირებულად უხსნიდნენ, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას აკადემიური და პრაქტიკული საფუძველი არ აქვს.

„ვუთხარით, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი არის დამოუკიდებელი ბრენდი და მისი ხელყოფა დაუშვებელია. ასევე აღვნიშნეთ, რომ ლოჯისტიკურად პროგრამების გაერთიანება უკიდურესად რთული პროცესია. მე, პირადად ვუთხარი, რომ ეს გადაწყვეტილება აკადემიურ სივრცეზე ტოტალური კონტროლის გამყარების ერთ-ერთი რგოლია“, - აღნიშნა კაჭკაჭიშვილმა.

მისივე თქმით, სამინისტროს მხრიდან გაერთიანების სასარგებლოდ დასახელებული მთავარი არგუმენტი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაა, „თუმცა კონკრეტული განმარტება ამ მიმართულებით არ არსებობს“.

„მინისტრის ერთადერთი არგუმენტი არის ის, რომ გაერთიანება ხარისხს გააუმჯობესებს, თუმცა როგორ - ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ“, - განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.

მისივე თქმით, ის პირადად ბოიკოტის მომხრეა, თუმცა სხვა ლექტორების პოზიციაზე საუბარი არ შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ იაგო კაჭკაჭიშვილმა შეხვედრა დასრულებამდე დატოვა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ