მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს მიერ საკანონმდებლო ცვლილებები იქითაა მიმართული, საითაც ევროსაბჭოს ფიქრი და მუშაობა მიდის, როგორმე შეზღუდონ უცხოური გავლენები - მუშაობას გავაგრძელებთ, რათა ჩვენი გამოცდილება უფრო სწორად იყოს გაგებული

საკანონმდებლო ცვლილებები, ინიციატივები, რომელიც საქართველოს მიერ ხორციელდება, სწორედ იქითაა მიმართული, საითაც ევროპის საბჭოს ფიქრი და მუშაობა მიდის, რომ როგორმე შეზღუდონ უცხოური გავლენები და დაუპირისპირონ საკანონმდებლო ჩარჩო უცხოურ გავლენებს. ეს არის ის, რაზეც საქართველოს უკვე დიდი გამოცდილება აქვს და რაც საქართველოს შეუძლია სხვა ქვეყნებს გაუზიაროს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ხელისუფლება გააგრძელებს მუშაობას მათ შორის, ევროსაბჭოს ფარგლებში იმისათვის, რომ მათი „გამოცდილება უფრო სწორად იყოს გაგებული“.

„უცხოური ჩარევები და უცხოური გავლენები ზოგადად პრობლემა რომ არის ბევრი ქვეყნისთვის, ეს ახალი არ არის, თუმცა, თუ რამდენად ხდება ამის აღიარება, ეს უკვე მეორე საკითხია, ჩვენ ვნახეთ საკმაოდ მწვავე დამოკიდებულება საქართველოს ბრძოლასთან დაკავშირებით სწორედ უცხოური გავლენების წინააღმდეგ. ეს დამოკიდებულება სამწუხაროდ დღესაც ვხედავთ, რომ გარკვეული აქტორების მხრიდან გრძელდება, მაშინ, როცა ძალიან ცხადია, რომ ის საკანონმდებლო ცვლილებები, ინიციატივები, რომელიც საქართველოს მიერ ხორციელდება, სწორედ იქითაა მიმართული, საითაც ევროპის საბჭოს ფიქრი და მუშაობა მიდის, რომ როგორმე შეზღუდონ უცხოური გავლენები და დაუპირისპირონ საკანონმდებლო ჩარჩო უცხოურ გავლენებს. ეს არის ის, რაზეც საქართველოს უკვე დიდი გამოცდილება აქვს და რაც საქართველოს შეუძლია სხვა ქვეყნებს გაუზიაროს. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მათ შორის, ევროსაბჭოს ფარგლებში იმისათვის, რომ ჩვენი გამოცდილება უფრო სწორად იყოს გაგებული, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდნენ გარკვეული აქტორები“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე