პროკურატურა - ბრალდება წარედგინა პირს, რომელიც Facebook-ზე უნებართვო შეღწევით გაეცნო დაზარალებულის პირად მიმოწერას და სახელის გამტეხი, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებით, მას სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გამოყენების, სექსუალური ხასიათის იძულებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალურ ქსელ Facebook-ის ანგარიშზე უნებართვო შეღწევის გზით გაეცნო დაზარალებულის პირად მიმოწერას, რის შემდგომაც, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარით უკანონოდ მოიპოვა დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები, ასევე სახელის გამტეხი და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებით, დაზარალებულს სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა.

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გამოყენება) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულება) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს