მიხეილ ყაველაშვილი - მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო წინა ადმინისტრაცია ჩვენთან  მიმართებაში - ტექნიკურ ჯგუფსაც მოამზადებენ, რომ გაანალიზებულ რეჟიმში, ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება იყოს შესაძლებელი

ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მეორე დღეს, როცა უკვე მხოლოდ ქვეყნის ლიდერები ვიყავით წარმოდგენილი იტალიის პრეზიდენტის საზეიმო მიღებაზე, იტალიის პრეზიდენტის სასახლეში. ისევ გვქონოდა გასაუბრების საშუალება. ჯეი დე ვენსი მოგვესალმა და შემდეგ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ცოტა მეტხანს შეჩერდა ჩვენთან და უფრო სიღრმისეული გამოდგა საქმიანი საუბარი, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, მარკო რუბიომ საუბრისას აღნიშნა, რომ "დიდი ნეგატივი დახვდათ წინა ადმინისტრაციისგან საქართველოსთან მიმართებაში" და უახლოეს მომავალში აუცილებლად სათანადოდ მოემზადებიან იმისთვის, რომ აღდგეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები.

„მან აღნიშნა, ეს მინდა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ საკმაოდ დიდი ნეგატივი დახვდათ წინა ადმინისტრაციისგან საქართველოსთან მიმართებაში. არც მინდა ის სიტყვა გამოვიყენო, პირდაპირ შეიძლება არ ითარგმნება ინგლისურად, უფრო სიმყრალესთან, ესე აღნიშნა რა უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო წინა ადმინისტრაცია ჩვენთან მიმართებაში, თავად ხვდებიან, რომ ეს იყო არარეალური და არაშესაბამისი, ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში. აღნიშნა, რომ წინა ორშაბათს სწორედ ამ თემის განხილვას ჰქონდა ადგილი, მათ ძალიან კარგად გაიარეს, გაანალიზეს ეს პროცესი, პროცესში არიან, რომ გაწმინდონ ეს ნეგატივი ჩვენს ურთიერთობებში და უახლოეს მომავალში აუცილებლად სათანადოდ მოემზადებიან იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობები შედგეს", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ რუბიოც საკმაოდ გათვითცნობიერებული იყო იმ საკითხში, რაზეც წინა დღეს ჯეი დი ვენსთან ისაუბრა, საერთო ღირებულებებზე და იმაზე, რომ ტრამპი ზუსტად ამ ღირებულებებით პოზიციონირებდა სანამ გაიმარჯვებდა და შემდგომაც.

„ჩვენი დამოკიდებულება ღიაა, ჩვენ საზოგადოებას ვესაუბრებით, ამ ეტაპისთვის ყველამ იცის ჩვენი გზავნილი, რომ გვინდა ნორმალური, ჯანსაღი ურთიერთობების წარმოება. როგორც გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აშშ-ს, იმიტომ, რომ ეს არის საკმაოდ ძლიერი ქვეყანა, დომინირებს მსოფლიოში და ის, რომ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვქონდა და სწორედ იმ წინა ადმინისტრაციის მიზანმიმართული ქმედებებისა და ძალებისა, რომლებიც დღესაც ცდილობენ, რომ ბევრი პროცესი დააზიანონ, ალბათ უწევთ მათ ამ ძალებთან ბრძოლა და ამ კონტექსტში იყო განხილული, პირდაპირ თქვა, რომ წინა ორშაბათს გვქონდა ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით განხილვები და იმდენად დიდი ნეგატივი იყო, რომ დრო სჭირდებათ იმისთვის, რომ ამ ყველაფერს ჩაუღრმავდნენ და ყველაფერი გაანალიზონ და სათანადოდ, როგორც მათ ქვეყანას ეკადრება ისეთი ურთიერთობები დაამყარონ საქართველოსთან. განაცხადა კიდევაც, რომ ტექნიკურ ჯგუფსაც მოამზადებენ იმისთვის, რომ გაანალიზებულ რეჟიმში, ჩვენი ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება იყოს შესაძლებელი", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა “იმედის“ ეთერში, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე