გიორგი შარაშიძე - რუსეთთან დიალოგი არის აუცილებელი, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დაზიანების ხარჯზე - არ ვამბობთ, რომ დღესვე უნდა დავიწყოთ, „ოცნებამ“ რომ რუსეთთან მოლაპარაკება დაიწყოს კიდევ უარესი მოხდება

რუსეთთან დიალოგი არის აუცილებელი, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დაზიანების ხარჯზე - არ ვამბობთ, რომ დღესვე უნდა დავიწყოთ, „ოცნებამ“ რომ რუსეთთან მოლაპარაკება დაიწყოს კიდევ უარესი მოხდება, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან „უნდა ვილაპარაკოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, სუვერენიტეტის აღდგენაზე და ა.შ.“.

„რუსეთთან დიალოგი არის საჭირო და აუცილებელი და არც ჩვენი გუნდი არის ამის წინააღმდეგი, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დაზიანების ხარჯზე. რუსეთი ამ ქვეყნის მეზობელია და ამ გეოგრაფიას ვერავინ შეცვლის. არ არის გასაკვირი, რომ რუსეთს გვერდს ვერ აუვლი გეოგრაფიულად. აქ მთავარია, პოლიტიკურად საით მიდის ქვეყანა. ჩვენ ვამბობთ, რომ პოლიტიკურად ქვეყანა, რა თქმა უნდა, უნდა წავიდეს ევროატლანტიკური სივრცისკენ, უნდა აღდგეს ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები უნდა იყვნენ ჩვენს გვერდით, იმიტომ რომ ჩვენ ვიყოთ დაცულები. რეალური, სტრატეგიული მშვიდობა დღეს იქმნება სომხეთისა და აზერბაიჯანის გარშემო. რა მშვიდობასაც საქართველოში გვთავაზობს „ოცნება“, არის დროებითი. ამას სტრატეგიულ მშვიდობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მთლიანად იზოლაციაში დატოვა „ოცნებამ" ქვეყანა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მტრებად გამოაცხადა და რუსეთთან, რომელიც ჩვენი მართლა მტერია, კოლაბორაციაშია.

თქვენ მეკითხებით, რომ ევროპული ქვეყნები საუბრობენ რუსეთთან კომუნიკაციაზე, დიალოგზე. კომუნიკაციას ვერც ჩვენ გავექცევით და არც უნდა გავექცეთ. მთავარია რა პოზიციიდან და პოლიტიკიდან გამომდინარე გაქვს ეს კომუნიკაცია, თორემ კომუნიკაციის პრობლემა არ დგას. ძალიან კარგია, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი გვაქვს. ამიტომ სხვა პირობებით, სხვა დათქმებით უნდა შევიდეთ ამ ურთიერთობაში, მაგრამ ის, რომ საერთოდ ჩავკეტოთ და არანაირი კავშირი არ გვქონდეს, მე მგონი, სწორი არ არის. როდის იქნება ამის დრო, ვინ იქნება ამაში ჩართული სხვა კითხვებია. ჩვენ არ ვამბობთ რომ დღესვე უნდა დავიწყოთ. ეს მართლა ვინ უნდა დაიწყოს?! „ოცნებამ" რომ რუსეთთან მოლაპარაკება დაიწყოს კიდევ უარესი მოხდება. ჩვენ ზოგადად ვამბობთ," - განაცხადა შარაშიძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე