გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი - საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები არ არის - თვითონ ლილუაშვილიც დაინტერესებულია გაირკვეს სიმართლე

დაცვას მიაჩნია და აქამდეც ასე მიაჩნდა, რომ საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები არ არის, მითუმეტეს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, როგორიც არის პატიმრობა, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა, რობერტ გრიგალაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მას რა საქმის მასალებიც გადმოეცა, იქ არის „ირიბ მოწმეთა ჩვენები“.

„რა თქმა უნდა, დაცვის პოზიცია განსხვავდება ბრალდების პოზიციისგან. დაცვას მიაჩნია და აქამდეც ასე მიაჩნდა, რომ საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები არ არის, მითუმეტეს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, როგორიც არის პატიმრობა. უბრალოდ, მნიშვნელოვანია აქ ხაზი გაესვას, რომ პატიმრობა რომელიც შეფარდებული იყო აქამდე, მოხდა ვადის გაგრძელება. მითუმეტეს ხანგრძლივის პატიმრობის გამოყენების საფუძველსაც ადგილი არ აქვს და არ არის მიზანშეწონილი და სწორი. სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის პოზიცია, არ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ გამოძიებაზე ხელის შემშლელი გარემოებები არ არსებობს. თვითონ გრიგოლ ლილუაშვილიც დაინტერესებულია გაირკვეს სიმართლე. მოხდა ვადის გაგრძელება, რა თქმა უნდა, კანონით დადგენილ ვადაში დაცვა გაასაჩივრებს ამას და დაველოდებით ზემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილებას.

გუშინ ჩავიბარე დამატებით ის მასალები, რაც დღემდე აქვს ნაწარმოები გამოძიებას და თამამად შეიძლება ითქვას, რომ არსებობს მოწმეთა ჩვენებები, მაგრამ ყველა ეს მოწმეთა ჩვენება განეკუთვნება ირიბ მოწმეთა ჩვენებათა კატეგორიას“,- განაცხადა რობერტ გრიგალაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები