გრიგოლ გეგელია - საქართველო მოქცეულია ტოტალური იზოლაციის პირობებში, ამის გამოხატულებაა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჩამოდის რეგიონში და არ ხვდება ერთ დროს რეგიონის მთავარ პოლიტიკურ ცენტრს

ვხედავთ „ქოცური“ რეჟიმის მხრიდან ღირებულებებთან და საერთაშორისო დღის წესრიგთან აცდენას - საქართველო მოქცეულია ტოტალური იზოლაციის პირობებში, რაც ჩანს არა მარტო ვენსის მიერ საქართველოს უგულებელყოფაში, არამედ საერთაშორისო, მსოფლიო მასშტაბის იზოლაციაში , - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, არსებული პოლიტიკის პირობებში, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების ნორმალიზების და გაუმჯობესების არავითარი საშუალება არ არსებობს.

„ვიცით, ამერიკის შეერთებული შტატების ღირებულებები და პოზიცია, ასევე, ვხედავთ, „ქოცური“ რეჟიმის მხრიდან ღირებულებებთან და საერთაშორისო დღის წესრიგთან აცდენას. ამჟამინდელი კურსის შენარჩუნების პირობებში, საქართველოს მმართველი დე ფაქტო რეჟიმი ვერ შეძლებს ურთიერთობების რეალიზებას. ამის გამოხატულებაა ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჩამოდის რეგიონში ვიზიტით და არ ხვდება ერთ დროს ამ რეგიონის მთავარ პოლიტიკურ ცენტრს, არ ჩამოდის საქართველოში. ის, რომ საქართველო მოქცეულია ტოტალური იზოლაციის პირობებში, ჩანს არამარტო ვენსის მიერ საქართველოს უგულებელყოფაში, არამედ საერთაშორისო, მსოფლიო მასშტაბის იზოლაციაში, არცერთი სოლიდური მხარე და მნიშვნელოვანი სახელმწიფო არ ამყარებს ურთიერთობებს“, - აღნიშნა გეგელიამ.

შეგახსენებთ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი რეგიონში ვიზიტის ფარგლებში სომხეთსა და აზერბაიჯანში შეხვედრებს მართავს. ჯეი დი ვენსი 10-11 თებერვალს აზერბაიჯანში ჩავა. ვიცე-პრეზიდენტთან ერთად აზერბაიჯანს ეწვევა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეკონომიკურ საკითხებში ჯეიკობ ჰელბერგი. ვიზიტის ფარგლებში ჯეი დი ვენსი სომხეთში გუშინ ჩავიდა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. გუშინ აშშ-მა და სომხეთმა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ შეთანხმება გააფორმეს, რომელსაც ჯეი დი ვენსმა და ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა