ნიკოლოზ ხატიაშვილი - არ გამოვრიცხავ გარკვეულ დონეზე აშშ-სთან ურთიერთობების აღდგენას, თუმცა სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენა, ამ ეტაპზე, არარეალისტურად მეჩვენება

არ გამოვრიცხავ გარკვეულ დონეზე აშშ-სთან ურთიერთობების აღდგენას, თუმცა სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენა, როგორიც გვქონდა 2023 წლამდე, ამ ეტაპზე, არარეალისტურად მეჩვენება , - ამის შესახებ ყოფილმა დიპლომატმა, „ჯეოქეისის” მკვლევარმა, ნიკოლოზ ხატიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

ნიკოლოზ ხატიაშვილის თქმით, თუ გვინდა აშშ-სთან ურთიერთობების აღდგენა, საქართველომ აშშ-ს უნდა დაანახოს, რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს საქართველომ აშშ-სთვის.

„გასათვალისწინებელია აშშ-ს ტრანზაქციული მიდგომა ქვეყნების მიმართ. აშშ ადრე თუ სტრატეგიულად უყურებდა ქვეყნებს და შეიძლება არანაირი სხვა ინტერესი არ ჰქონოდა, ამ შემთხვევაში აშშ გადასულია ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ნახვაზე. თუ გვინდა ჩვენ გარკვეული ურთიერთობების აღდგენა, აშშ-ს უნდა დაანახოს, რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს საქართველომ, რაში შეიძლება აშშ ჩაერთოს, პროექტი იქნება ეს თუ რაღაც სხვა, რომ ორივე სახელმწიფომ მიიღოს სარგებელი. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ურთიერთობების აღდგენა“, - განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილის განმარტებით, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის სომხეთში ვიზიტი და იქ გაკეთებული განცხადებები მიუთითებს, რომ თუ წლების განმავლობაში საქართველო უკონკურენტო იყო აშშ-სთან ურთიერთობების კონტექსტში და წარმოადგენდა დასაყრდენს, დღეს უკვე სომხეთი გახდა ახალი მოთამაშე და საქართველოსთვის სერიოზული კონკურენტი გაჩნდა სომხეთის სახით რეგიონში.

„ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სომხეთის კონტექსტში, არამედ რეგიონულ კონტექსტში. წლების განმავლობაში აშშ-სა და სომხეთის ურთიერთობები არ იყო ასეთი ახლო, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ სომხეთში იყო მნიშვნელოვანი რუსული გავლენები. ჩვენს რეგიონში საქართველო, როგორც პროდასავლური სახელმწიფო, ყოველთვის წარმოადგენდა აშშ-ისთვის მთავარ დასაყრდენს. თუ წლების განმავლობაში საქართველო უკონკურენტო იყო აშშ-სთან ურთიერთობების კონტექსტში და წარმოადგენდა დასაყრდენს, დღეს უკვე სომხეთი გახდა ახალი მოთამაშე. სერიოზული კონკურენტი გაჩნდა სომხეთის სახით რეგიონში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. შესაბამისად, ის ყველა პროექტი, რომელიც მოვისმინეთ, თუ განხორციელდება ეკონომიკური სარგებლის გარდა ექნება პოლიტიკური დატვირთვა და ავტომატურად შემოიტანს უსაფრთხოების გარანტიებს სომხებისთვის, რაც მთლიანად რეგიონისთვის დადებითად აისახება“, - განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე