30 ივლისს პირველად საქართველოში სრულფასოვანი ლაივ პერფორმანსით Moby წარდგება

30 ივლისს Flitz Collective წარმოგიდგენთ თანამედროვე მუსიკალური სცენის ერთ-ერთ ყველაზე ლეგენდარულ და გავლენიან არტისტს, რომელიც საქართველოში პირველად წარდგება სრულფასოვანი ლაივ პერფორმანსით.

Moby-ს კარიერა 30 წელზე მეტს ითვლის, მისი ალბომების გაყიდვებმა კი მსოფლიო მასშტაბით 20 მილიონს გადააჭარბა. 1991 წელს გამოსული სადებიუტო სინგლი “Go” ჟურნალმა Rolling Stone ყველა დროის საუკეთესო ჩანაწერებს შორის დაასახელა ეს მისი მუსიკალური მემკვიდრეობის მხოლოდ ერთი ნაწილია.

30 ივლისს მსმენელს ელოდება დაუვიწყარი საღამო სადაც შესრულდება არტისტის საკულტო ნამუშევრები როგორიც არის : Porcelain, Extreme Ways, Go, Lift Me Up და სხვა.

კომპანია Flitz Collective - ი 2025 წლიდან ოპერირებს ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში და მათთვის ეს რიგით მეხუთე ღონისძიებაა.

📍 ლოკაცია: რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი

🎟️ ბილეთების გაყიდვა დაიწყება: 17 თებერვალს 14:00 საათზე, Tkt.ge - ე

🚪 კარის გახსნა: 18:00

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!

ასაკობრივი შეზღუდვა:

12–18 წლამდე მოზარდებისთვის დასწრება ფასიანია და აუცილებელია ბილეთის მქონე სრულწლოვანი პირის თანხლება.

18+ ვიზიტორებს ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ ბილეთისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

(R)

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები