ლელა ჯეჯელავა - რამდენიმე წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი შეიძლება აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორები გამხდარიყვნენ, ჩვენ კი სხვა ვექტორზე აღმოვჩნდებოდით - მათ გადაინაწილეს თავიანთი როლები, რა არის რეგიონში ჩვენი ფუნქცია?

ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კავკასიის ორ ქვეყანაში - ქვეყნებში, რომლებიც საკმაოდ ხანგრძლივ ომში იყვნენ ერთმანეთთან ჩართულნი, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა

ჯეჯელავას თქმით, რამდენიმე წლის წინ რთულად წარმოსადგენი იყო, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორები გახდებოდნენ.

„აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კავკასიის ორ ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ქვეყნებში, რომლებიც საკმაოდ ხანგრძლივ ომში იყვნენ ერთმანეთთან ჩართულნი, ახლა ვხედავთ მათი ურთიერთობების საოცარ ტრანსფორმაციას. საომარი მდგომარეობიდან ორი ქვეყანა გადადის თანამშრომლობის რეჟიმში. ეს არის ძალიან დიდი გარღვევა. ის კონფლიქტი კავკასიაში, რომელიც დაუსრულებელი გვეგონა, რადგან მითი, რომ რუსეთი ყოვლისშემძლეა და მას შეუძლია შეინარჩუნოს არეულობის კერები თავის გავლენის რეგიონში, არც თუ ისე მართალი აღმოჩნდა.

რამდენიმე წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი შეიძლება გამხდარიყვნენ აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორები. თუ რამე უშლიდა ხელს ჩვენსა და სომხეთის ურთიერთობებს იყო ის, რომ ჩვენ ვიყავით დასავლეთისკენ ორიენტირებულები, აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორები, ხოლო სომხეთი იყო რუსეთის პარტნიორი. თუ რამე გაუგებრობები არსებობდა განპირობებული იყო ჩვენი სხვადასხვა ვექტორით. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ისევ სხვადასხვა ვექტორზე აღმოვჩნდებოდით.

ვენსის ვიზიტმა კიდევ აჩვენა „ქართული ოცნების“ პოლიტიკის სიბეცე, როდესაც თავიანთ მომხრეებს არწმუნებდნენ იმაში, რომ დასავლეთს უფრო მეტად ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ ისინი. აღმოჩნდა, რომ დასავლეთს თავისი სტრატეგიული ინტერესების რეალიზება მშვენივრად შეუძლია“,- განაცხადა ჯეჯელავამ.

ამასთან, ანალიტიკოსმა კავკასიაში საქართველოს რეგიონულ როლსა და საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა თავიანთი როლები და ფუნქციები რეგიონში გადაინაწილეს, ხოლო საქართველოს როლი გაურკვეველია.

მან ასევე გაამახვილა ყურადღება რეგიონში მიმდინარე თანამშრომლობაზე ბირთვულ, სამხედრო და ტექნოლოგიურ სფეროებში და აღნიშნა, რომ საქართველოს მეზობელი ქვეყნები ამ მიმართულებებით აქტიურად თანამშრომლობენ დასავლეთთან.

„როდესაც აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი აზერბაიჯანში ვიზიტით იმყოფებოდა და მადლობას უხდიდა აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს მისიებში მონაწილეობისთვის, გული მეკუმშება ჩვენი მეომარი ბიჭების გამო, რომლებიც მართლა თავდადებულები იყვნენ. დიდი პატივისცემა აზერბაიჯანელ მეომრებს, მაგრამ ჩვენი ბიჭების ღვაწლი სად არის? რატომ უნდა დაიკარგოს ეს ყველაფერი? ამაზე მინდა ივანიშვილმა პასუხი გაგვცეს. როცა ვხედავთ ბირთვულ სფეროში თანამშრომლობას, სამხედრო სფეროში თანამშრომლობას, ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობას ჩვენ მეზობელ სახელმწიფოებთან, ივანიშვილი კი ემირატების მმართველს ხელზე კოცნის იმისთვის, რომ 6 მილიარდი შემოიტანეს, რაშიც ჩვენი მიწა უნდა ჩავდოთ. რას ემსახურება ეს ყველაფერი და რა მოაქვს მას?

სომხეთმა და აზერბაიჯანმა მშვენივრად გადაინაწილეს თავიანთი როლი და ფუნქციები. რა არის ამ რეგიონში ჩვენი როლი და ფუნქცია? რაში ვჭირდებით სომხეთს და აზერბაიჯანს?", - განაცხადა ჯეჯელავამ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს