პაატა დავითაია - ის, რაც განხორციელდა სოხუმის   უნივერსიტეტის  წინააღმდეგ, აჩვენებს  როგორი განადგურებულია სახელმწიფოში აფხაზეთის მიმართულება და ჩვენი ეროვნული ინტერესები

ხელისუფლების მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილება, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფაკულტეტების გაუქმების შესახებ, დაანგრევს განათლების სისტემას და გაანადგურებს ერთადერთ დევნილ უნივერსიტეტს - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც ამ მიდგომით საბოლოოდ დაიხურება - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

პაატა დავითაიას თქმით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, აქვს პოლიტიკური დატვირთვა, ფაკულტეტების დახურვა არის პოლიტიკური ნაბიჯი, რაც ფაქტობრივად გადადგმულია აფხაზეთის აღიარებისკენ.

„როგორც ცნობილი გახდა, სოხუმის უნივერსიტეტში მიღება მოხდება აგრარულ, ქართულ-აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობებზე. ხელისუფლების პროექტი მთლიანად კლავს სოხუმის უნივერსიტეტს, რომელიც ამ მიდგომით, ალბათ ასამდე სტუდენტს თუ მიიღებს. სოხუმის უნივერსიტეტს არასდროს ჰქონია აგრარული მიმართულება, შესაბამისად საჭირო გახდება აკრედიტაციების გავლა, ქართულ-აფხაზური ენის და ლიტერატურის ფაკულტეტზე ინტერესი ძალიან დაბალია და ალბათ, ორი სტუდენტი თუ ჩააბარებს. წამყვანი ფაკულტეტების გაუქმება და ამ გზით სახელმწიფო უნივერსიტეტის „გამოშიგვნა“ აუცილებლად დასრულდება უნივერსიტეტის დახურვით.

სამწუხაროდ, უქმდება უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტები, მათ შორის იურიდიული ფაკულტეტი, რომელიც იყო მეოთხე იურიდიული ფაკულტეტი ამიერკავკასიაში ბაქოს, ერევნის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების შემდეგ. რეალურად დახურულია ის მიმართულებები, რომელიც იყო მნიშვნელოვანი სოხუმის უნივერსიტეტის არსებობისთვის. იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთში ხდება ისტორიის გაყალბება და გადაწერა სეპარატისტების მიერ, სოხუმის უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტის გაუქმება არის ძალიან ცუდი სიგნალი.

ვწუხვარ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ეს გზა იმ ფონზე, როდესაც სოხუმში აფხაზეთის უნივერსიტეტი აფორმებს ხელშეკრულებას მოსკოვის უნივერსიტეტებთან, სადაც ხდება ახალგაზრდების მომზადება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ პირობებში საქართველოს ხელისუფლებამ დახურა ერთადერთი ლეგიტიმური სტრუქტურა, რომელიც ინარჩუნებდა ქართულ სულს აფხაზეთში არა მხოლოდ სწავლების, არამედ იმ სოციუმთან დაკავშირებით, რომელიც შენარჩუნებული იყო სოხუმში.

ჩვენ ვნახეთ, რომ ცვლილებები არ შეხებია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ფაკულტეტების შენარჩუნება თავის თავზე აიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, იმავეს გაკეთება შეეძლო აფხაზეთის მთავრობას, რომელიც გადასულია დუმილის რეჟიმში და ორიენტირებულია მხოლოდ ხელფასების მიღებაზე.

ძალიან სამწუხაროა, რომ, მაშინ, როდესაც ერთ ავტონომიას უტოვებენ უნივერსიტეტს უცვლელი სახით, მეორე ავტონომიას უუქმებენ სახელმწიფო უნივერსიტეტს. ამ ნაბიჯში კარგად ჩანს, როგორი განადგურებულია სახელმწიფოში აფხაზეთის მიმართულება და ჩვენი ეროვნული ინტერესები, რაშიც დღეს ჩართულია აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლებაც, რომელიც უნივერსიტეტის გაუქმებით ხელს უწყობს ქართული სულის ჩაკვლას აფხაზეთში.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, აქვს პოლიტიკური დატვირთვა, ფაკულტეტების დახურვა არის პოლიტიკური ნაბიჯი, რაც ფაქტობრივად გადადგმულია აფხაზეთის აღიარებისკენ. სოხუმის უნივერსიტეტი უნდა მდებარეობდეს არა თბილისში, ის უნდა იყოს სოხუმში, რადგან აფხაზეთის დაბრუნების შემთხვევაში იქნება ძლიერი მესიჯი, თუ როგორ ბრუნდება დევნილი უნივერსიტეტი ქართული სულით, სტუდენტებით და პროფესორ-მასწავლებლებით აფხაზეთში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი სოხუმის უნივერსიტეტის შენარჩუნება, მასზე, როგორც დევნილ უნივერსიტეტზე, არ უნდა გავრცელდეს რეფორმის ის პრინციპი, რაც მას დაანგრევს.

ყოვლად მიუღებელია ის, რაც განხორციელდა სოხუმის უნივერსიტეტის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაიბრუნებს დაკარგულ სტატუსს, რადგან ეს უნივერსიტეტი არის სიმბოლო და იმედი აფხაზეთის დაბრუნების, რისთვისაც პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს