პროკურატურა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ცალკე წარმოებად მიმდინარე ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებულ სანდრო წივწივაძისთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ცალკე წარმოებად მიმდინარე ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებულ სანდრო წივწივაძისთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღების და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებული სანდრო წივწივაძე დამნაშავედ ცნო.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ სანდრო წივწივაძემ მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღები: ,,GLOCK 19x"; ,,CESKAZBROJOVKA(CZ) - 75 P-07 DUTY” ; ,,GLOCK – 17” ; ,,MAKAROV - BAIKAL-442” ; ,,GLOCK - 19”, 2025 წლის 15 მარტამდე მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა გიორგი კაჭკაჭაშვილზე და გიორგი ჯოხაძეზე. აღნიშნული იარაღებიდან ერთ-ერთი იარაღით, ,,GLOCK 19", გელა უძილაურმა 2025 წლის 14 მარტს განზრახ მოკლა ლევან ჯანგველაძე და გია ჩადუნელის განზრახ მკვლელობა სცადა.

2018 წლის 7 სექტემბრიდან 2023 წლის 13 სექტემბრამდე პერიოდში, სანდრო წივწივაძემ მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, "TAURUS - 617 SS2" მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა ერთ-ერთ პირზე, რომელიც ამოღებულ იქნა მისი თვითმკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

2019 წლის 5 ივლისიდან 2019 წლის 22 ივლისამდე პერიოდში, სანდრო წივწივაძემ მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, TT - C" მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა სხვა პირზე, რომელიც ამოღებული იქნა მისი პირადი ჩხრეკის დროს.

ასევე ცეცხლსასროლი იარაღი „UZKON PMAX“ 2022 წლის მარტში მეგობარს აჩუქა.

გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ სანდრო წივწივაძემ 2020 წლის 13 მაისს სამართალდამცველებს მიმართა და განაცხადა, რომ მის მფლობელობაში არსებული იარაღები დაკარგა. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვების დროს ბრალდებული გაფრთხილებული იქნა ცრუ ინფორმაციისთვის მოსალოდნელი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. მიუხედავად ამისა მან გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა, რითაც მართლმსაჯულებას შეუშალა ხელი.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 14 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (სამი ეპიზოდი)(ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღება) და 370-ე მუხლის მეორე ნაწილით (მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოკითხული პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიცემით სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი მოტივით) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში