გიორგი რუხაძე - ბოჭორიშვილს უშვებს მიუნხენში კობახიძე, რომ თვითონ არ მოხვდეს თავში ქვა - იცის, ტორტით და ტაშით არ დახვდებიან

ბოჭორიშვილს უშვებს მიუნხენში კობახიძე, რომ თვითონ არ მოხვდეს თავში ქვა - იცის იქ ტორტით და ტაშით არ დახვდებიან, - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ მიუნხენის კონფერენციაში მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი რუხაძის თქმით, მიუნხენის კონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს ვერავინ იცნობს, ამიტომ შეიძლება „გაუღიმონ და ერთ-ორ ფოტოსაც გადაიღებენ“.

„კობახიძე თავს კომფორტულად ვერ იგრძნობს მიუნხენში, სადაც დემოკრატიული სამყარო იკრიბება და სადაც რა და როგორ უნდა გააკეთონ რუსეთის წინააღმდეგ, იქნება მთავარი თემა - მიუნხენის კონფერენციაზე მთავარი ამბავი იქნება, როგორ დასაჯონ რუსეთი იმისთვის, რასაც უკრაინაში აკეთებს და მას იქ რა უნდა, რა უნდა გააკეთოს ან რა უნდა თქვას? ძალიან ბევრი ქვა წამოვა კობახიძის მიმართულებით და მოხვდება თავში, შესაბამისად არ უნდა, რომ თავში მოხვდეს ქვა კობახიძეს და ცდილობს, რომ არ წავიდეს. სამაგიეროდ წავა გაერთიანებულ საემიროებში წელიწადში ოთხჯერ, წავა ბუდაპეშტში წელიწადში შვიდჯერ, მაგრამ არ წავა მიუნხენში იქიდან გამომდინარე, რომ იცის იქ ტორტით და ტაშით არ დახვდებიან.

„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს დასავლეთში რას იტყვიან, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე მეტად მათ აინტერესებთ, რომ დასავლურმა დემოკრატიულმა სამყარომ რაიმე ფორმით აღიაროს, ხელი ჩამოართვას, გამარჯობა უთხრას. შესაბამისად, მაკა ბოჭორიშვილს იქ ვინ იცნობს, შეიძლება დამლაგებელი ან მიმტანი ეგონოთ და ცოტას გაუღიმებენ, ერთი-ორ ფოტოს გადაიღებენ და ჩამოვა უკან. მასზე ის ზეწოლა არ იქნება, რაც კობახიძეზე“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

ცნობისთვის, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 13-15 თებერვალს გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში