მედია - ესტონეთის საგარეო უწყებას ესტონეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში ერევანში გადაჰყავს, საქართველოში კი საქმეთა დროებით რწმუნებულს ნიშნავს

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ესტონეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში, მარგე მარდისალუ-კაჰარი, რომელიც მანამდე თბილისში იმყოფებოდა, სომხეთის დედაქალაქ ერევანში გადაიყვანოს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი“ (ERR) ავრცელებს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „ცვლილება განპირობებულია ესტონეთისა და საქართველოს მთავრობას შორის ურთიერთობების გაცივებით და სომხეთთან კონტაქტების გაძლიერებით“.

ამასთან, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 11 თებერვალს საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულს აცნობა, რომ ესტონეთის ელჩი საქართველოში მარგე მარდისალუ-კაჰარი თავის მისიას 10 მარტს დაასრულებს. უწყების ცნობით, ახალი ელჩის დანიშვნამდე, ესტონეთის საელჩოს საქართველოში ესტონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული გიტა კალმეტი უხელმძღვანელებს.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარდისალუ-კაჰარი გააგრძელებს მუშაობას სომხეთში ელჩის თანამდებობაზე, სადაც ესტონეთი მარტში საელჩოს გახსნის.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო