ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი - სიკვდილ-სიცოცხლის ამბავია უნივერსიტეტისთვის, ამიტომ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, პირველ რიგში სამართლებრივს

სიკვდილ-სიცოცხლის ამბავია უნივერსიტეტისთვის, ამიტომ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, პირველ რიგში სამართლებრივს, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, გიორგი გვალიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

გიორგი გვალიას თქმით, თითქმის მზად არის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანად.

„ჩვენ ვგეგმავთ ყველა შესაძლებლობის გამოყენებას. ვგულისხმობ იმას, რომ თითქმის მზად არის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანად. დარგის ექსპერტების შეფასებით, ეს ცვლილებები, იმ სახით, როგორც შემოთავაზებული იყო, ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ აკადემიური თავისუფლების და ინსტიტუციური ავტონომიის უფლებას.

მთავრობას რეორგანიზაციის უფლება აქვს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი განცხადებები, რომ სახელმწიფო განუსაზღვრავს უნივერსიტეტს, რომელ პროგრამებზე შეიძლება მიღება გამოაცხადოს, ეს არის ცალსახად ინსტიტუციური ავტონომიის დარღვევა. თუ კონსტიტუცია აღიარებს, რომ უნივერსიტეტებს აქვთ ინსტიტუციური ავტონომია, მაშინ რა არის ეს ინსტიტუციური ავტონომია ან აკადემიური თავისუფლება?“, - განაცხადა გიორგი გვალიამ.

კითხვაზე, მოუწევთ თუ არა თანამშრომლების ნაწილს სამსახურის დატოვება, გიორგი გვალია პასუხობს, რომ მილევადი პროგრამების დასრულების შემდეგ ბუნებრივად დადგება აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის დიდი ნაწილის გათავისუფლების საკითხი.

„ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მინიმუმ იმ პერიოდში, სანამ ეს პროგრამები მილევად რეჟიმში იქნება, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ როგორც აკადემიური, ასევე ადმინისტრაციული პერსონალი, თუმცა შემდეგ ბუნებრივად დადგება ეს საკითხი. რამდენიმე ათასი ადამიანია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმებული, როგორც აკადემიური, ისე ადმინისტრაციული პერსონალი და პირდაპირპროპორციულად თუ გადავთვლით, დაახლოებით 80%-ს ამ პერსონალიდან, მას შემდეგ, რაც მილევადი პროგრამები დასრულდება, რაღაც გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს“, - განაცხადა გიორგი გვალიამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო