ილიაუნის ყოფილი კანცლერი - აუცილებლად შევიტანთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში - ვითხოვთ, გადაწყვეტილების გაუქმებას და ვითხოვთ შეხვედრას განათლების მინისტრთან, რომ ამ თემაზე კიდევ ერთხელ იყოს საუბარი

100-ზე მეტი პროგრამიდან მხოლოდ 28 მიმართულებაზე ვიღებთ სტუდენტებს - წარმოუდგენელია, როგორ უნდა იფუნქციონიროს უნივერსიტეტმა ასეთ დაჩეხილ მდგომარეობაში, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა კანცლერმა, ქეთი ლაკირბაიამ განაცხადა.

ქეთი ლაკირბაიას თქმით, ხელისუფლების მიერ დაანონსებული რეფორმა საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს.

„ეს არ არის მარტო ილიას უნივერსიტეტის პრობლემა, არც მარტო განათლების სისტემის პრობლემა, ეს საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს. 100-ზე მეტი პროგრამიდან მხოლოდ 28 მიმართულებაზე ვიღებთ სტუდენტებს. სტუდენტებს რასაც ვიღებდით, იმის 7% მივიღებთ სექტემბრიდან. მრავალმხრივია ეს პრობლემა.

არსებობს რაღაც მიმართულებები, რომლებიც უბრალოდ გააჩერეს, მეორე პრობლემაა ის, რომ 100-ზე მეტი მიმართულებიდან 28-ს რომ ტოვებ ეს ძალიან დიდი პრობლემაა უნივერსიტეტისთვის იმიტომ, რომ უნივერსიტეტი თავისი არსით არის ინტერდისციპლინური. სხვადასხვა სფეროების ერთმანეთთან თანამშრომლობით ხდებოდა იმ შედეგის დადება, რასაც ვდებდით. ერთი პროფესორი ოთახში ჩაკეტილი ვერ ახდენს გარღვევებს, შედეგებს დებენ გუნდები და ეს გუნდი ნამდვილად არის ილიას უნივერსიტეტი“, - განაცხადა ქეთი ლაკირ ბაიამ.

ქეთი ლაკირბაიას თქმით, იყო მოლოდინი, რომ რეფორმის ფარგლებში რაღაც ცუდი მოხდებოდა, თუმცა „ასეთ კატასტროფას“ არ ელოდნენ.

„აუცილებლად შევიტანთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში. ვითხოვთ ამ გადაწყვეტილების გაუქმებას და ვითხოვთ შეხვედრას განათლების მინისტრთან, რომ ამ თემაზე კიდევ ერთხელ იყოს საუბარი. რეფორმა რომ დაანონსდა ილიას უნივერსიტეტს მას შემდეგ ჰქონდა შეხვედრა, ლექტორი და კანცლერი იყვნენ შეხვედრაზე, წარვადგინეთ ჩვენი 20- წლიანი შედეგები და ძალიან კმაყოფილები ვიყავით. თვითონაც აღფრთოვანებულები იყვნენ და დაგვარწმუნეს, რომ სანერვიულო ილიას უნივერსიტეტს არაფერი აქვს, რომ ჩვენი შიშების 70% უსაფუძვლოა. მოლოდინი იყო, რომ რაღაც მოხდებოდა, კარგი რაღაც არ უნდა მომხდარიყო, თუმცა ასეთ კატასტროფას ნამდვილად არ ველოდით“, - განაცხადა ქეთი ლაკირბაიამ.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი