გიორგი კაპანაძე - „ოცნება“ აცხადებს, რომ ძალიან კარგი რეფორმა დაიწყეს განათლების სფეროში - თუ ასეთ კარგ რეფორმას ატარებთ და ასეთი კარგი მდგომარეობაა განათლების სფეროში, თქვენი შვილები კერძო სკოლებში რატომ დაგყვათ?

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ძალიან კარგი რეფორმა დაიწყეს განათლების სფეროში - თუ ასეთ კარგ რეფორმას ატარებთ და ასეთი კარგი მდგომარეობაა განათლების სფეროში თქვენი შვილები კერძო სკოლებში რატომ დაგყვათ და რატომ იხდით ათობით ათას ლარს? - ამის შეახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, განათლების რეფორმის მიზანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაქტობრივი გაუქმება იყო, რადგან მისი თქმითვე, ხელისუფლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ვერ აკონტროლებს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ძალიან კარგი რეფორმა დაიწყეს განათლების სფეროში, ეს ეხება როგორც სკოლებს, ისე უნივერსიტეტებს. მინდა მათ ვკითხო, თუ ასეთ კარგ რეფორმას ატარებთ და ასეთი კარგი მდგომარეობაა განათლების სფეროში და განათლების ხარისხი მაღალია, თქვენი შვილები კერძო სკოლებში რატომ დაგყვათ და რატომ იხდით ათობით ათას ლარს?

ამაში ერთი მხრივ ცუდი არაფერი იქნებოდა, თქვენ რომ გქონდეთ სწორი დამოკიდებულება, მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ სხვა გზას ირჩევთ. „ქართულ ოცნებაში“ ზოგიერთებს საერთოდ არ უფიქრია განათლების ხარისხზე, არ უფიქრიათ, თუ რა ზიანი მიაყენეს უნივერსიტეტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და რაც მთავარია, რა ზიანი მიაყენეს სტუდენტებს. აღმოჩნდა, რომ მათი ე.წ. რეფორმის ძირითადი მიზანი ფაქტობრივად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გაუქმებაა. საზოგადოებისთვის გზავნილი ასეთია - „თუ მე არ ვაკონტროლებ, მაშინ ან ვაუქმებ, ან ვაერთიანებ ან საერთოდ ზურგს ვაქცევ“, ასეთი დამოკიდებულება აქვს „ქართულ ოცნებას“ ათასობით სტუდენტისა და პროფესორ-მასწავლებლის მიმართ, უნივერსიტეტის მიმართ.

ილიას უნივერსიტეტს ვერ აკონტროლებენ, ამიტომ მონახეს გამოსავალი, რომ გააუქმონ ილიას უნივერსიტეტი, რითაც ზარალდება, არა რომელიმე პარტია, არამედ პირველ რიგში სტუდენტი და ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები, რომლებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება ახალგაზრდებისთვის გაეზიარებინათ“,- განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს