დედაენის ბაღში საპროტესტო აქცია “დაიცავი განათლება” მიმდინარეობს

დედაენის ბაღში საპროტესტო აქცია “დაიცავი განათლება” მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები განათლების სამინისტროს მიერ სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, იქნება სიტყვით გამოსვლებიც.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ვანო გომურაშვილმა აღნიშნა, დედაენის ბაღიდან 19:00 საათზე გაიმართება მსვლელობაც, რომელიც, საბოლოოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დასრულდება.

“ჩვენი მთავარი გეგმაა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვერ შეძლოს ამ ე.წ. განათლების რეფორმის ბოლომდე მიყვანა და მინიმუმ ეს პროცესი დაპაუზდეს.

დღეს გვექნება მსვლელობა, რითაც სტუდენტები, ლექტორები და მასწავლებლები “ქართულ ოცნებას” კიდევ ერთხელ გავაგონებთ ხმას. დედაენის ბაღიდან მსვლელობით გადავინაცვლებთ ილიაუნთან. მსვლელობა დაიწყება 19:00- საათზე”, - განაცხადა ვანო გომურაშვილმა.

ცნობისთვის, განათლების მინისტრმა დაასახელა, რომელი სახელმწიფო უნივერსიტეტი რომელ ფაკულტეტზე გამოაცხადებს მიღებას. ასევე დადგინდა კვოტები, თუ რამდენ სტუდენტს მიიღებენ უნივერსიტეტები.

კერძოდ, 2026-2027 სასწავლო წელს, თსუ-ში არსებულ პროგრამებზე, ჯამურად, მისაღებ სტუდენტთა ოდენობა 6650-ით განისაზღვრა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამებზე მომდევნო სასწავლო წელს 3880 მისაღები ადგილი იქნება გათვალისწინებული, ხოლო ილიას უნივერსიტეტს, სასწავლებელში არსებულ პროგრამებზე, ჯამურად, 300 სტუდენტის მიღების შესაძლებლობა ექნება.

ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები, პედაგოგიკის გამოკლებით; სამართალი; ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება; სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება საინჟინრო-ტექნიკურ დისციპლინებზე. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში - მედიცინის სპეციალობებზე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში - პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში - აგრარულ სპეციალობებზე, ქართულ-აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობებზე. სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე. ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას. ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე. ამ ეტაპზე, მთავრობის მიერ დამტკიცებულ დადგენილებაში აგრარული მიმართულება დროებით რჩება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შესაბამისად, მიღება გამოცხადდება ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ
კომპანია EAGLE HILLS-მა გლობალური წარმომადგენლობა გააფართოვა და მონტენეგროში, შასის ტბის სანაპიროზე, პროექტი ŠAS HEIGHTS წარადგინა
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
„ამბასადორი აილენდს“ ზღვაში შექმნილი, 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა
30 წელი ინოვაციების, განვითარებისა და მომხმარებელზე ზრუნვის გზაზე - ელიტი დაბადების დღეს აღნიშნავს
KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ - ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე