ანა ბუჩუკური - შალვა პაპუაშვილია შავი იუმორის სფერო, მის ადგილას ვიდარდებდი - მოუწევთ პასუხის გაცემა უკანონობისა და კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვისთვის

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გიორგი გახარიას შესახებ გაკეთებული განცხადება „შავი იუმორის სფეროს“ განეკუთვნება.

როგორც ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარეს არ აქვს სათანადო წარმოდგენა იმაზე, თუ რას წარმოადგენს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია.

მისივე თქმით, გახარიას წინააღმდეგ აღძრული საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია. ბუჩუკურის განცხადებით, მიუხედავად ამისა, გიორგი გახარია მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვეული იყო და მაღალი დონის შეხვედრებიც გამართა.

შალვა პაპუაშვილი შავი იუმორის სფეროა. როგორც ჩანს კომპეტენციაც არ ჰყოფნის და წარმოდგენა არ აქვს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია რა არის. ამიტომ, შალვა პაპუაშვილი თავიდან ბოლომდე არის „შავი იუმორის“ სფერო“,- განაცხადა ბუჩუკურმა.

მისი თქმით, პაპუაშვილს და მისი პარტიის წარმომადგენლებს უკანონობისა და კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვისთვის პასუხისგება მოუწევთ.

შალვა პაპუაშვილის ადგილას იმაზე ვიდარდებდი მთელმა მსოფლიომ რომ იცის მათ მიერ შექმნილი სასამართლო სისტემა რომ ადამიანების ჩაგვრას და პოლიტიკურ დევნას ემსახურება. ამისი დასტურია ის, რომ გახარიას წინააღმდეგ შეთითხნილი საქმეებია და ამის მიუხედავად მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე იქნა მიწვეული და ხვდებოდა იმ ადამიანებს, ვისაც ხვდებოდა. პაპუაშვილებს და კოლექტიურ პაპუაშვილებს მოუწევთ პასუხის გაცემა უკანონობისთვის და კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვისთვის, რასაც ისინი სჩადიან“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ბუჩუკურის განცხადებით, გიორგი გახარია მიუნხენში მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრებს მართავდა.

მისივე განმარტებით, შეხვედრების დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა გახარიას მთავარი გზავნილი იყო, რომ მიუხედავად „ქართული ოცნების“ არაკომპეტენტური საგარეო პოლიტიკისა, მნიშვნელოვანია, საქართველო საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში დარჩეს.

გიორგი გახარიას რამდენიმე ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებთან, აშშ-ს წარმომადგენლებთან ჰქონდა შეხვედრა. ადამიანებთან, რომლებიც დღეს ქმნიან პოლიტიკას როგორც ევროკავშირში, ასევე აშშ-ი. საზოგადოებისთვის ალბათ საინტერესოა რას ესაუბრებოდა გიორგი გახარია პარტნიორებს. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ გიორგი გახარიას მთავარი გზავნილი იყო, რომ „ქართული ოცნების“ არაკომპეტენტური, უვიცი და მავნებლური საგარეო პოლიტიკის მიუხედავად, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორებისთვის საქართველო დღის წესრიგში იყოს შენარჩუნებული.

ახლა ფაქტობრივად ხდება მსოფლიო უსაფრთხოების პოლიტიკის გადალაგება, განსაზღვრა. ამ დღის წესრიგიდან საქართველო თუ გაქრება, რისი მიზანიც აქვს ბიძინა ივანიშვილს, ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის უახლოესი დეკადების 20-30 პერსპექტივის დაკარგვას. ამიტომ, მიუნხენში გახარიას გზავნილი იყო, რომ „მეგობრებო, არ დატოვოთ საქართველო მარტო და შეინარჩუნეთ და შევინარჩუნოთ საქართველო ცივილური სამყაროს დღის წესრიგში“. ამიტომ იყო გახარიას მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე ყოფნა მნიშვნელოვანი. ვამაყობ და მიხარია, რომ ეს გზავნილები სწორ ადრესატამდე მიგვეტანა“,- განაცხადა ბუჩუკურმა.

ანა ბუჩუკურმა ასევე აღნიშნა, რომ ეს არ ყოფილა პირველი მაღალი დონის შეხვედრა, რომელიც საჯაროდ არ გაპიარებულა, რადგან, მისი თქმით, გიორგი გახარიას მიზანი არასდროს ყოფილა თვითპიარი.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის გიორგი გახარიას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ "შავი იუმორის სფეროა, რომ ბრალდებული პირი უსაფრთხოების კონფერენციაზე უნდა აღმოჩნდეს".

"არ ვიცი ვინ დაპატიჟა, ასეთი დაპატიჟებები ბევრი გვინახავს. მათ შორის, მამუკა ხაზარაძე რომ ამბობდა, ტრამპის ინაუგურაციაზე ვარ დაპატიჟებულიო და ქუჩაში რომ დაბორიალობდა მერე ყინვაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო