გიორგი თოდუა - „ენგურჰესში“ რეორგანიზაციის სახელით 400–500 თანამშრომლის გათავისუფლება იგეგმება - ეს საკითხი სცდება ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებას და ეხება სოციალურ სტაბილურობასა და ეროვნულ ინტერესებს

სახელმწიფო შპს „ენგურჰესში“ რეორგანიზაციის სახელით 400–500 თანამშრომლის გათავისუფლება იგეგმება. ეს არ არის მხოლოდ საკადრო ცვლილება. ეს არის საკითხი, რომელიც სცდება ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებას და პირდაპირ ეხება სოციალურ სტაბილურობასა და ეროვნულ ინტერესებს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი თოდუა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გიორგი თოდუა აღნიშნავს, ამ მასშტაბის გათავისუფლებას შესაძლოა მოჰყვეს: დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესება და დამატებითი რისკები ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით.

„ენგურჰესიდან 500-მდე თანამშრომელს ათავისუფლებენ! გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო „შპს ენგურჰესში“ რეორგანიზაციის სახელით 400–500 თანამშრომლის გათავისუფლება იგეგმება. ეს არ არის მხოლოდ საკადრო ცვლილება. ეს არის საკითხი, რომელიც სცდება ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებას და პირდაპირ ეხება სოციალურ სტაბილურობასა და ეროვნულ ინტერესებს.

„ენგურჰესი“ არ არის რიგითი საწარმო. ეს არის სტრატეგიული ობიექტი, რომელიც წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ქვეყნის ენერგეტიკულ სტაბილურობას ურთულეს პირობებშიც. მისი თანამშრომლები იყვნენ ადამიანები, რომლებიც კრიზისის, ომისა და მუდმივი საფრთხის პირობებში მუშაობდნენ, რათა საქართველო ელექტროენერგიის გარეშე არ დარჩენილიყო.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ თანამშრომელთა დიდი ნაწილი ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან მის მიმდებარედ. მათთვის ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობა პრაქტიკულად არ არსებობს. ბევრს აქვს საბანკო ვალდებულებები, ჯანმრთელობის პრობლემები და სოციალური პასუხისმგებლობა ოჯახების წინაშე.

ამ მასშტაბის გათავისუფლებას შესაძლოა მოჰყვეს: დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესება და დამატებითი რისკები ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით.

„ენგურჰესი“ წლებია წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტიტუციურ კავშირს საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის. იქ დასაქმებული ქართველები რეალურად ქმნიან ცოცხალ ხიდს, რომელიც ინარჩუნებს სოციალურ და ეროვნულ კავშირს. ამიტომ მსგავსი გადაწყვეტილებები ვერ განიხილება მხოლოდ როგორც „ტექნიკური რეორგანიზაცია“. საკითხი საჭიროებს ფართო განხილვას და პასუხისმგებლობიან პოლიტიკურ მიდგომას“,- წერს გიორგი თოდუა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში