ირაკლი კობახიძე - ევროკავშირმა ცალმხრივად, თავად შეაჩერა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან - ჩვენ ევროკავშირს დიალოგის განახლებას ვთავაზობთ! ამის იქეთ ურთიერთობების გადატვირთვის ბერკეტებს ვერ ვხედავ

2024 წლის ივნისში ევროკავშირმა ცალმხრივად, საკუთარი გადაწყვეტილებით თავად შეაჩერა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან - ჩვენ ევროკავშირს დიალოგის განახლებას ვთავაზობთ! ღია და გამჭვირვალე დიალოგს ვთავაზობთ! ამის იქეთ ურთიერთობების გადატვირთვის რეალურ ბერკეტებს ვერ ვხედავ, - ასე უპასუხა ევროკავშირთან ურთიერთობების გაგრძელების თემაზე დასმულ კითხვას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, “ერთადერთი ბერკეტი არის ღია და გამჭვირვალე დისკუსია, რაც უნდა განახლდეს“.

“ჩვენ ევროკავშირს ვთავაზობთ ამას - ჩვენ ევროკავშირს ვთავაზობთ მათი გადაწყვეტილების განახლებას. 2024 წლის ივნისში მათ მიიღეს გადაწყვეტილება პოლიტიკური დიალოგის შეჩერების თაობაზე. თუ ამ გადაწყვეტილებას გადახედავენ, ჩვენ თავიდან ბოლომდე მზად ვართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ დღეს განაცხადა ისიც, რომ საქართველოს მთავრობა ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ვალდებულებების შესრულებას განაგრძობს, რაც მისივე თქმით, ასოცირების შეთანხმებიდან და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარეობს.

“ეს არის ჩვენი დღის წესრიგი. თუ ექნებათ ჯანსაღი დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ამ შემთხვევაში ყველაფერი იქნება სათანადოდ ქართულ-ევროკავშირული ურთიერთობების თვალსაზრისით. მთავარია, მათ შეცვალონ საკუთარი დამოკიდებულება და გამოავლინონ სამართლიანი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში