მედია - ირანმა ისრაელსა და სპარსეთის ყურის ქალაქებზე თავდასხმის მორიგი ტალღა განახორციელა

დუბაიში, დოჰასა და მანამაში, ასევე იერუსალიმში დღეს დილით ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა, თეირანი მესამე დღეა აგრძელებს ისრაელისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებზე დარტყმებს, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით კი, რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა კატარისა და ბაჰრეინის დედაქალაქებში, ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში.

მედიის ინფორმაციით, ქუვეითში, ირანის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შემდეგ აშშ-ის საელჩოსთან შავი კვამლი დაფიქსირდა.

საელჩოს თავდასხმის ფაქტი არ დაუდასტურებია, თუმცა მოქალაქეებს მოუწოდა, საელჩოში მისვლისგან თავი შეიკავონ.

„ქუვეითზე რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის საფრთხე კვლავ არსებობს. ნუ მოხვალთ საელჩოში“, - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, ისრაელის საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ ირანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები და დრონები გაისროლეს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში