დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატები შეიარაღებულია და მზადაა დიდი გამარჯვებისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების საბრძოლო მასალის მარაგები, საშუალო და საშუალოზე მაღალი კლასის, არასდროს ყოფილა უფრო დიდი ან უკეთესი ხარისხის. როგორც დღეს მაცნობეს, ჩვენ ამ იარაღის ფაქტობრივად შეუზღუდავი მარაგი გვაქვს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ომების წარმოება შესაძლებელია „სამუდამოდ“ და ძალიან წარმატებით მხოლოდ ამ მარაგების გამოყენებით (რომლებიც სხვა ქვეყნების საუკეთესო იარაღზე უკეთესია!). ჩვენ გვაქვს კარგი მარაგი, მაგრამ არ ვართ იქ, სადაც გვინდა ვიყოთ“, - აცხადებს ტრამპი.

მისი მტკიცებით, ამერიკული მაღალი კლასის იარაღის უმეტესი ნაწილი სხვა ქვეყნებშია შენახული.

„მძინარე ჯო ბაიდენმა მთელი თავისი დრო და ჩვენი ქვეყნის ფული უკრაინელ ფინეს ტეილორ ბარნუმს (ზელენსკის!) მიახარჯა. ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების - და მიუხედავად იმისა, რომ მან ძალიან ძვირადღირებული ნივთების დიდი ნაწილი უფასოდ გასცა, მისი ჩანაცვლებით თავი არ შეუწუხებია. საბედნიეროდ, პირველივე ვადაში სამხედრო ძალები აღვადგინე და ამას ვაგრძელებ. შეერთებული შტატები შეიარაღებულია და მზადაა დიდი გამარჯვებისთვის!!!“- წერს ტრამპი.

გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება