BBC - აშშ-მა ქუვეითში საელჩო დახურა

ქუვეითში აშშ-ის საელჩო შემდგომ შეტყობინებამდე დაიხურა, - ინფორმაციას BBC-ი საელჩოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საელჩო გადაწყვეტილების მიზეზად რეგიონში არსებულ დაძაბულობას ასახელებს.

„გავაუქმეთ ყველა რეგულარული და საგანგებო საკონსულო შეხვედრა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახლო აღმოსავლეთის ათზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ქუვეითში, მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული სერიოზული რისკების გამო, კომერციული გზებით დატოვონ ქვეყნები, რომლებშიც იმყოფებიან.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება