ირანის საგარეო უწყება ევროპის ქვეყნებს - აშშ-ისრაელის კამპანიაში ნებისმიერი მონაწილეობა ირანის წინააღმდეგ ომის აქტად ჩაითვლება

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპულ ქვეყნებს აფრთხილებს, არ მიიღონ არანაირი მონაწილეობა ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ოპერაციაში და აცხადებს, რომ ეს „ომის აქტი“ იქნება.

„ეს ომის აქტი იქნება. ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი ასეთი ქმედება აგრესორებთან თანამონაწილეობად ჩაითვლება. ეს ირანის წინააღმდეგ ომის აქტად ჩაითვლება“, - განუცხადა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაილ ბაკაიმ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, კვირას საფრანგეთმა, გერმანიამ და გაერთიანებულმა განაცხადეს, რომ მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, ირანის წინააღმდეგ თავდაცვითი ზომების მიღებით საკუთარი და სპარსეთის ყურეში თავიანთი მოკავშირე ქვეყნების ინტერესები დაიცვან.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში