ძაღლების რამდენიმე ჯიშის მოშენებაზე მორატორიუმი ცხადდება

ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით, ძაღლების რამდენიმე ჯიშის მოშენებაზე მორატორიუმი ცხადდება. შესაბამის დადგენილებას ხელს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს.

დოკუმენტის მიხედვით, მორატორიუმი ცხადდება მომეტებული რისკის მქონე ისეთ ძაღლებზე, როგორიცაა: ამერიკული პიტ ბულ ტერიერი; ფილა ბრაზილეირო; სტაფორდშირის ტერიერი; არგენტინული დოგი; ტოსა ინუ; კანე კორსო და სტაფორდშირ ბულ ტერიერი; ასევე, სხვა ჯიშის ძაღლებზე, კერძოდ: ჰასკი; მალამუტი და ლაიკა.

„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქვეყნის ტერიტორიაზე, ამ დადგენილების ამოქმედებიდან სამი წლის განმავლობაში, გამოცხადდეს ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმი, პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის, აგრეთვე სხვა ჯიშის ძაღლის ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით.

ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა გავრცელდეს: ა) მომეტებული რისკის მქონე ისეთ ძაღლებზე, როგორიცაა: ამერიკული პიტ ბულ ტერიერი; ფილა ბრაზილეირო; სტაფორდშირის ტერიერი; არგენტინული დოგი; ტოსა ინუ; კანე კორსო და სტაფორდშირ ბულ ტერიერი; ბ) სხვა ჯიშის ძაღლებზე, კერძოდ: ჰასკი; მალამუტი და ლაიკა.

მორატორიუმის მოქმედების პერიოდში მორატორიუმზე კონტროლს განახორციელებენ სურსათის ეროვნული სააგენტო და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილი ორგანოები“, - ნათქვამია დოკუმენტში.

დადგენილება 2026 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში