დონალდ ტრამპი - რუსეთ-უკრაინა ჩემი პრიორიტეტების სიაში ძალიან მაღალ ადგილზეა - პუტინსა და ზელენსკის შორის დიდი სიძულვილია, მე ხან ერთს ვადანაშაულებ, ხან მეორეს, მაგრამ, მჯერა, მშვიდობის მიღწევა მოხდება

რუსეთ-უკრაინა ჩემი პრიორიტეტების სიაში ძალიან მაღალ ადგილზეა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ვფიქრობდით, რომ ამის მოგვარება ყველაზე მარტივი იქნებოდა. მე რვა ომი დავასრულე. რვა ძალიან დიდი, ძალიან მნიშვნელოვანი ომი“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთმანეთი ძალიან სძულთ.

„მათ შორის ძალიან დიდი სიძულვილია. მე ხან ერთს ვადანაშაულებ, ხან მეორეს. მაგრამ, მჯერა, რომ მშვიდობის მიღწევა მოხდება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში